აქტუალური თემის ანალიზი 12

ლიბიაში მოახლოებული არჩევნები

1735972
აქტუალური თემის ანალიზი 12

აქტუალური თემის ანალიზი 12

ლიბიაში მოახლოებული არჩევნები

ლიბიაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც დეკემბერში უნდა ჩატარდეს, ქვეყანაში დაძაბულობა იზრდება. პროცესთან დაკავშირებით მრავალი გაურკვევლობა არსებობს. მათ შორის, ჩატარდება თუ არა არჩევნები, როგორი საარჩევნო პროცესი იმუშავებს, საარჩევნო ოლქების დადგენა და კანდიდატების განსაზღვრა. ლიბიაში პარტიებს, არჩევნები გარე ზეწოლისა და ლეგიტიმურობის გამო სურთ, მაგრამ უცნობია რა პირობებში და როგორ ჩატარდება იგი.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორის, პროფესორ-დოქტორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

საარჩევნო პროცესის დროს მოსალოდნელია, რომ ხალიფა ხაფტარი და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოები წინა პლანზე გამოვლენ. საინტერესო მოვლენაა, რომ ხაფტარი მიისწრაფვის ლიბიის პრეზიდენტობაზე, მიუხედავად მისი ამერიკის მოქალაქეობისა. იმის გამო, რომ ლიბიის საარჩევნო კანონი ხელს უშლის ორმაგი მოქალაქეების კანდიდატურას არჩევნებში, ამ მიზეზით, ტობრუკში დაფუძნებულმა ასამბლეამ, ხაფტარის გავლენით, გვერდზე გადადო ფორმალური საკითხები, რაც კანონს უნდა ჰქონდეს და ცდილობდა მიეღო საარჩევნო კანონი კვორუმისა და პროცედურის გათვალისწინების გარეშე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტრიპოლის უზენაესმა სახელმწიფო საბჭომ, რომელიც ხალხის სხვა ორგანოა, განაცხადა, რომ არ ცნობს ამ კანონს. ამასთან, საბჭოს თავმჯდომარემ, ხალიდ ელ მიშრიმ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა არჩევნების აუცილებლობაზე და დაამატა, რომ არჩევნების ტექნიკური ხარვეზების გამო ისინი არ მიიღებდნენ პრეზიდენტის პოსტზე ხაფტარის მსგავს აქტიორებს. მან გამოსვლის ბოლოს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა. ეს გვიჩვენებს, რომ ტრიპოლის მხარის საარჩევნო ბოიკოტი ყოველდღიურად კიდევ უფრო გააქტიურდება.

გარდა ამისა, ტრიპოლის მხარდაჭერილ აქტიორებს შორის არ არსებობს კონსენსუსი საერთო კანდიდატის შესახებ. ამასობაში, ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟმა სეიფ ალ-ისლამ კადაფიმ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დასარეგისტრირებელად შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა. იგი საკუთარ თავს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ალტერნატიულ კანდიდატად მიიჩნევს და ხალხს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. იმ გარემოში, სადაც ხაფტარის პრეზიდენტობის სწრაფვა მიღებულია, მისი დანაშაულების ფონზე, ღია საკითხია, თუ როგორ უახლოვდება საზოგადოება სეიფ ალ-ისლამის კანდიდატურას. საპროტესტო აქციები უკვე გაიმართა ზოგიერთ რაიონში და საზოგადოებამ განაცხადა, რომ სეიფ ალ-ისლამის კანდიდატურა მიუღებელია.

ალტერნატიული მიდგომები, როგორიცაა ლიბიაში არჩევნების ჩატარება თუ არ ჩატარება, ან კიდევ  ჩაითვლება თუ არა ისინი ლეგიტიმურად, ყველა ეს საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნებმა შესაძლოა ლიბიაში ახალი პროცესი დაიწყოს  და კვლავ გამოიწვიოს კონფლიქტები. ასევე უნდა ითქვას, რომ სხვა აქტორები მიიღებენ თუ არა არჩევნების შედეგებს, ესეც გაურკვეველია.  ამ და სხვა სცენარებმა შესაძლოა კიდევ ახალი დაძაბულობა წარმოქმნას. ამ ვითარებამ შეიძლება დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება და ლიბია კვლავ ქაოსში ჩავარდეს.

ასეთ გარემოში ის ფაქტი, რომ საფრანგეთი გავლენას ახდენს ლიბიაში მიმდინარე პროცესზე, პარიზის პროცესით, სიტუაციას კიდევ უფრო სენსიტიურს ხდის. არჩევნები ვერ მოაგვარებს პრობლემებს ლიბიაში, მაგრამ არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის ბედს წერს, ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი, პროფესორ-დოქტორ მურათ იეშილთაში.

 



მსგავსი ინფორმაციები