10 ნოემბერი ათათურქის ხსოვნის დღე

10 ნოემბერი ათათურქის ხსოვნის დღე

1524882
10 ნოემბერი ათათურქის ხსოვნის დღე

10 ნოემბერი ათათურქის ხსოვნის დღე

დღეს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნას, მისი გარდაცვალების დღეს, პატივს მივაგებთ. მუსტაფა ქემალი, რომელმაც ჩანაქქალეს ომის დროს წარმატება გამოიჩინა, პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხებისა და ქვეყნის ტერიტორიების გამარჯვებულების მიერ დაპყრობის შემდეგ თურქი ერის მიერ დაწყებული განმანთავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლი გახდა. ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევისა და ლოზანაში სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ თურქეთის რესპუბლიკა დაარსდა და მუსტაფა ქემალი პირველი პრეზიდენტი გახდა. მან მოგვიანებით გვარად ათათურქი აიღო და რეფორმები გაატარა, რომლითაც დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ათათურქის ხსოვნას.


საკვანძო სიტყვები: #ხსოვნის დღე , #ათათურქი , #10 ნოემბერი

მსგავსი ინფორმაციები