„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 08-2021

"გაციება და გრიპის ინფექცია"

1722467
„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 08-2021

„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 08-2021

"გაციება და გრიპის ინფექცია"

ექიმი, მეჰმეთ უჩარი

 

თემა, რომელზეც ჩვენ გვინდა ვისაუბროთ დღეს, არის გაციება და გრიპის ინფექციების ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობა.

ზამთრის თვეების დადგომასთან ერთად იწყება გრიპის სეზონი. მნიშვნელოვანია ცივ ამინდში დავიცვათ თავი გრიპისგან.

იმისათვის, რომ ზამთარი გრიპის გარეშე გავატაროთ, ჯერ ჩვენი იმუნური სისტემა უნდა გავაძლიეროთ. უნდა მივიღოთ C და E ვიტამინებით მდიდარი ბევრი ბოსტნეული და ხილი. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დამცავი ბუნებრივი მცენარეული სამკურნალო საშუალებები ყელისა და ტონზილის ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

 

ხახვის სამკურნალო საშუალება: ხახვი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ დაავადებებს და ინფექციებს. კარგია მაღალი სიცხის, გრიპის, ხველის და ალერგიის დროს.

ინგრედიენტები:

1 ყავისფერი ხახვის ფურცლები

2 ჭიქა წყალი

ხახვს ფურცლები გავაცალოთ და ჩავყარით 2 ჭიქა წყალში, ადუღეთ ხუთი წუთი თავდახურულ ქვაბში. გააჩერეთ, გაფილტრეთ და დალიეთ.

 

ჯანჯაფილის ჩაი:

ინგრედიენტები:

1 სუფრის კოვზი გახეხილი ახალი ჯანჯაფილი

1 ჭიქა წყალი

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

1 სუფრის კოვზი თაფლი

1 სუფრის კოვზი გახეხილი ახალი ჯანჯაფილი ჩაყარეთ 1 ჭიქა წყალში და აადუღეთ. თუ ჯანჯაფილი ძალიან მოიხარშება, მას მწარე გემო ექნება. ამის გამო როდესაც ის ადუღდება გამორთეთ და 5 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ თაფლი და ლიმონი და დალიეთ.

 

გრიპის ჩაი:

ინგრედიენტები:

ცაცხვი

ჯანჯაფილი

მიხაკი

დარიჩინი

წყალი

ამ ჩაის მომზადებისას შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ ინგრედიენტები ადამიანების რაოდენობის მიხედვით. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჩაიდანში, დაამატეთ ადუღებული წყალი და დააყენეთ. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონი და თაფლი.

 

ასკილის ჩაი:

ასკილის ჩაი არის ძალიან ეფექტური ხსნარი ზედა სასუნთქი გზების დაავადებების წინააღმდეგ, ისეთი როგორიცაა გაციება და გრიპი.

ინგრედიენტები:

1,5 - 2 ჩაის კოვზი ასკილი

წყალი

თაფლი

1,5-2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ასკილი შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 დიდი ჭიქა ჩაისთვის. მას შემდეგ, რაც ჭიქაში მდუღარე წყალს ჩაასხავთ, გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. გაფილტრეთ, ოდნავ მჟავე ჩაი შეიძლება დატკბოთ თაფლით და დალიოთ.

 

ბროწეულის კანი და ლავანდულა გრიპისა და გაციების საწინააღმდეგოდ;

სამი ერთ ლირის ზომის ბროწეულის ქერქი ჩაყარეთ 1,5 ჭიქა მდუღარე, არაქლორირებულ წყალში და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ხუთი წუთის განმავლობაში. ხუთი წუთის შემდეგ დაამატეთ ლავანდულას 3 თავთავი და ადუღდეთ კიდევ სამი წუთი. შემდეგ გამორთეთ, გადაწურეთ და შეაგრილეთ. დალიეთ ერთი ჭიქა დღეში მშიერზე. ეს პროცედურა გაარძელდეთ ერთი კვირის განმავლობაში შესვენების გარეშე. ერთი კვირის შემდეგ კი შეწყვიტეთ. მისი გამოყენება შესაძლებელია ჩივილების მიმდინარეობის მიხედვით.

 

ექინაცეას ზოგიერთი ტიპი ეფექტურია იმუნური სისტემისთვის და განსაკუთრებით გაციების დროს.

ცაცხვს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ხოლო ყელის დარბილება ხელს უშლის გაღიზიანებას ყელში და ამით ამსუბუქებს გაციების ჩივილებს. ის ეხმარება ადამიანებს ხველების შემსუბუქებაში.

სალბის მცენარეში შემავალი კომპონენტები სასარგებლოა პირის ღრუს და ყელის ანთებების დროს. ამიტომ, მიზანშეწონილია გამოიყენოთ სალბით ჩაის სახით (არა მოხარშული) მომზადებული ყელში გამოსავლები. ასევე ცნობილია, რომ ის უფრო ეფექტურია, როდესაც სალბი და ექინაცეა ერთად გამოიყენება.

ლიმნით და თაფლით მომზადებული ჯანჯაფილის ფესვის ჩაი ეფექტურია გაციების, ყელის ტკივილისა და ხველის დროს. ასევე, ჯანჯაფილი აძლიერებს იმუნურ სისტემას.

მიხაკი ეფექტურია პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ანთების საწინააღმდეგოდ.

ჩაი, რომელიც მომზადებულია შავი წიწაკის ნაყოფით ბურთულებით და ფხვნილის სახით, ხელს უწყობს ყელის ინფექციების თავიდან აცილებას და შემსუბუქებას თუ მოხდება მისი პირის ღრუში გამოვლება.

თუთის ბაქმაზი ეფექტურია გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ.

შეგიძლიათ ბეგქონდარას და როზმარინის ჩაი დააყენოთ და დალიოთ.

საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭერით, ზეითუნის ზეთი და ლიმონი დაამატეთ, მომზადებული სალათი ცოტა პურთან ერთად მიირთვით.

შესაძლებელია ნივრის მოხმარება დილით და საღამოს.



მსგავსი ინფორმაციები