„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 05-2021

"რკინადეფიციტური ანემია"

1712267
„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 05-2021

„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 05-2021

"რკინადეფიციტური ანემია"

ექიმი, მეჰმეთ უჩარი

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რკინადეფიციტის გამო გამოწვეულ ანემიაზე ანუ რკინადეფიციტურ ანემიაზე და შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას.

თუ ადამიანი რკინის შემცველ საკვებს არ მიიღებს საკმარისი რაოდენობით, ორგანიზმში მოხდება რკინის დეფიციტი, რაც იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანემია რკინის დეფიციტის გამო.

სხეული საუკეთესო რკინას ცხოველური წარმოშობის საკვებიდან იღებს. ცხოველური წარმოშობის საკვებში არსებული რკინა, მცენარეულ საკვებთან შედარებით უფრო ადვილად შეიწოვება.

ღვიძლი, 100 გრ წითელი ხორცის 2.7 მგ. რკინის შემცველობით აკმაყოფილებს ყოველდღიური რკინის დაახლოებით 15% -ს. ამ მიზეზის გამო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოტენციურად მიდრეკილნი არიან ანემიისკენ. კვირაში 2 დღე წითელი ხორცის,  2 დღე თეთრი ხორცის და სამი დღე თევზის მიღება საკმარისია. ხორცთან ერთად C ვიტამინის შემცველი მწვანე სალათის ლიმონით მოხმარება ასევე ხელს უწყობს რკინის შეწოვის გაზრდას.

ასევე რკინით მდიდარი საკვებია: მსხვილი რქოსანი საქონლის ხორცი, თევზი (სკუმბრია, კალმახი),  დაკონსერვებული სარდინი, ისპანახი, ქათმის ხორცი, ინდაურის ხორცი, კვერცხი, თხილი, მოხარშული კარტოფილი, მოხარშული ბარდა, ბაქმაზი, ტაჰინი, მთლიანი მარცვლეულის პური, უწიპწო ქიშმიში.

ხილის ჩირი შეიცავს უფრო მეტ რკინას, ვიდრე ახალი ხილი.

შავი ჩაი, მცენარეული ჩაი ან ყავა არ უნდა დალიოთ საკვებთან ერთად. ჭამიდან 1 საათი უნდა მოიცადოთ. ამ სასმელებს შეუძლიათ შეამცირონ საკვებიდან რკინის შეწოვა.

შუალედებს შორის რძესა და რძის პროდუქტებს არ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, რადგან ისინი ანელებენ რკინის შეწოვას.

თავი უნდა აარიდოთ კოლას სასმელებს.

C ვიტამინის შემცველი საკვები და სასმელი ზრდის ჩვენი სხეულის მიერ რკინის შეწოვას. რკინის მიღებისას საჭიროა C ვიტამინის მაღალი შემცველობის მქონე შემდეგი საკვების მოხმარება: ფორთოხლის წვენი, წითელი ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, მარწყვი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ანანასი, კივი.

რკინის შემცველი საკვებია ასევე; ლობიო, მუხუდო, ოსპი, აკაჟუ, გოგრის თესლი, არაქისის კარაქი, გარგარის ჩირი, ტომატის პასტა, ოხრახუში, ფსტა.

ნიახური-ისპანახის ნარევი ძალიან ეფექტურია ანემიის წინააღმდეგ და საკმაოდ ძლიერია რკინასთან დაკავშირებული ანემიის განკურნებაში. ქიმიოთერაპიის და/ან რადიოთერაპიის შემდგომი ანემიის წინააღმდეგ  ნიახური-ისპანახის ნარევი შესანიშნავი დამხმარე და მკურნალობის მეთოდია.

ნიახური-ისპანახის ნაზავი შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგნაირად:

გამოსაყენებელი მასალაა 250 გრამი ახალი ისპანახი და 200 გრამი გათლილი ნიახურის ბოლქვი.

ჩაყარეთ 200 გრამი თხლად დაჭრილი ნიახური ლიტრ მდუღარე წყალში და დაახურეთ თავსახური. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ათი წუთის შემდეგ დაამატეთ 250 გრამი ისპანახი და გააგრძელეთ დუღება კიდევ ხუთი წუთის განმავლობაში დახურული სახურავით. შემდეგ გააგრილეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით წვენი სუფთა ბოთლში. დალიეთ ერთი ჭიქა დილით უზმოზე ან საუზმიდან ერთი საათის შემდეგ. საღამოს დალიეთ ერთი ჭიქა ჭამამდე ან ვახშამიდან ერთი საათის შემდეგ. გრძელდება თხუთმეტი დღის განმავლობაში დილით და საღამოს დღის გამოტოვების გარეშე.

თხუთმეტი დღის შემდეგ ხდება ათ დღიანი შესვენება. ათი დღის შემდეგ ისევ გრძელდება თხუთმეტი დღის განმავლობაში. მთლიანობაში 30 დღიანი კურსით მკურნალობა სრულდება.

როდესაც ყოველდღიურ კვებაში ჩავრთავთ საკმარისი რაოდენობის და საკმარის მრავალფეროვან რკინის შემცველ საკვებს, ჩვენი სხეული შეძლებს მიიღოს საკმარისი რკინა. თუმცა, თუ სხეულს რკინის დეფიციტი აქვს, გარდა რკინის შემცველი საკვებისა, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი რკინის მიღება. ამ შემთხვევებში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

უნდა იცოდეთ, რომ რკინის პრეპარატები არ იწვევს წონის მატებას.



მსგავსი ინფორმაციები