აქტუალური თემის ანალიზი 4

ახალი დაძაბულობა აშშ-ჩინეთს შორის

1710244
აქტუალური თემის ანალიზი 4

აქტუალური თემის ანალიზი 4             

ახალი დაძაბულობა აშშ-ჩინეთს შორის

აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის ამ დღეებში გაფორმებული უსაფრთხოების ახალი პაქტი სახელწოდებით AUKUS-ი, შეიძლება ჩაითვალოს ჩინეთ-ამერიკის დაძაბულობის ახალ ეტაპად. ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტა-ს საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორის, პროფ. დოქტორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალირიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

უსაფრთხოების ახალი პაქტი AUKUS-ი, უპირველეს ყოვლისა გვთავაზობს მნიშვნელოვან მინიშნებას იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება გლობალური ძალაუფლების კონკურენცია სამხედრო სფეროში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გლობალური ბრძოლის მხოლოდ ერთ ნაწილს შეადგენს. მართალია, ერთის მხრივ  შერიგების ძიება მიმდინარეობს ეკონომიკურ სფეროში, მეორეს მხრივ, სამაგიეროდ სამხედრო სფეროში არავის სურს არაფრის ბედის ანაბარა მიტოვება. აი აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია, თუ პირველ ეტაპზე როგორ რეაგირებას მოახდენს ჩინეთი.

ჯერ-ჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, პეკინი დაამშვიდებს, დააბალანსებს თუ პირიქით, დაძაბავს ურთიერთობებს. ზოგიერთების აზრით, მან შეილება ეს ორივე მეთოდი განახორციელოს, რადგანაც, სწორედ ეს გაგება შეადგენს ჩინეთის აღმავლობის სტრატეგიის ხერხემალს, რაც გამოიხატება მუქარის, დაშინებისა და კონფლიქტების გარეშე აღზევებაში. ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის პირველი რეაქცია AUKUS–ზე მოსალოდნელივით ჩათვალეს რა, მას მხოლოდ „უპასუხისმგებლო“ უწოდეს.

ავსტრალიის მიერ ბირთვული წყალქვეშა ნავების შეძენა, ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი და სარისკოა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი, აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ სადაზვერვო და სამხედრო ძალების ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გადატანით, პეკინის საერთო მობილობის შეზღუდვა. მეორე, ხსენებულ რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ავსტრალიის თავდაცვისუნარიანობის გაზრდით და მისი სამხედრო ბალანსის კონსოლიდაციით, ჩინეთის სამხედრო ძალის პროექციის შენელება. მესამე, AUKUS–ით ჩინეთის წინააღმდეგ სტრატეგიული მასშტაბის წინააღმდეგობის შენარჩუნება, რაც გამოიწვევს პეკინის აგრესიული სტრატეგიის პრევენციას. მეოთხე არის ავსტრალიის ბირთვულ ძალად გადაქცევის შესაძლებლობა. ეს კი აშკარად ნიშნავს როგორც ჩინეთის შეზღუდვას/გარშემორტყმულობას, ასევე ყოვლისმომცველი დაბალანსების სტრატეგიის საგანს იმის გათვალისწინებით, რომ აქ არსებობენ ისეთი რეგიონული მოთამაშეები, როგორებიც არიან იაპონია და სამხრეთ კორეა. ასეთ დაძაბულ გარემოში, ტაივანის საკითხიც, რა თქმა უნდა, უფრო კრიტიკულ წერტილში გადავიდა, რამაც შეიძლება ჩინეთი და AUKUS-ი სამხედრო კონფრონტაციამდე მიიყვანოს.

ასეთი სტრატეგიის ფონზე, რა თქმა უნდა, ჩინეთსაც მრავალი არჩევანი გააჩნია. მათ შორის უმთავრესია კონტრ-შეიარაღების ჩარჩოში აგრესიული პოლიტიკის განხორციელება, ჩრდილოეთ კორეას მსგავსი არასისტემური მოთამაშის გამოყენებით კონტრსაწინააღმდეგო მოძრაობების გააქტიურება და უცხოური ალიანსების ძიების დაჩქარება იმ შორეულ რაიონებში, რომლებშიც ვაკუუმი გააჩინა აშშ-მა. ამის გათვალისწინებით ალბათ შემთხვევითი არ არის ირანის გაწევრიანება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად პირდაპირ მას შემდეგ, რაც გაფორმდა AUKUS–ის შეთანხმება და ყველა ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯმა თეირანს შვება მოჰგვარა, ხოლო ვაშინგტონს კი თავის ტკივილი გაუჩინა.

უფრო მნიშვნელოვანი ალტერნატივა კი არის ალიანსის ყველაზე სუსტი რგოლის მიზანში ამოღება, ანუ ავსტრალია. ამის ფაქტია პეკინის მიერ ავსტრალიისადმი დაუყონებლივ გაგზავნილი არაოფიციალური შეტყობინება, რომელშიც "გონზე მოსვლას" ურჩევს. Global Times-ში გამოქვეყნებულ სარედაქციო მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თუ ავსტრალია დაიკავებს აგრესიულ პოზიციას ჩინეთის წინააღმდეგ სტრატეგიაში, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, მაშინ, ეს პოზიცია პასუხგაუცემელი არ დარჩება.

ამ სარედაქციო სტატიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში კი ასეთი შეკითხვა დაისვა; ვინ გაუძლებს გლობალურ ქაოსს უფრო დიდხანს? ისინი თუ ჩინეთი? როგორც თვალნათლივ ჩანს, აშშ-ჩინეთის დაძაბულობამ საერთაშორისო სისტემაში ძალაუფლებაზე კონკურენცია, ახალ ეტაპზე გადაიყვანა. საერთაშორისო სისტემა იცვლება და მის პარალელურად ხდება ძალაუფლების ხელშეცვლაც. რეალური კითხვა კი ასეთია: იქნება ეს ხელშეცვლა დიდი შეტაკებით თუ შეტაკების გარეშე? რადგან, ისტორია სავსეა სისხლიანი მაგალითებით!



მსგავსი ინფორმაციები