ანატოლიის კულტურული საგანძურები 04

წმინდა პავლე

1709497
ანატოლიის კულტურული საგანძურები 04

ანატოლიის კულტურული საგანძურები 04-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

წმინდა პავლე

ამ მიწებზე იბადებიან ცივილიზაციები, ყვავიან კულტურები ... მითოლოგია და ეპოსები ერწყმის რეალურ ცხოვრებას. გეოგრაფია მასპინძლობს როგორც პოლითეისტურ, ისე მონოთეისტურ რელიგიებს. ზოგს სჯერა ბუნებრივი მოვლენების, ზოგს წყალი წმინდად მიაჩნია; არიან ისეთებიც, ვისაც სჯერა მითოლოგიური ღმერთების და არიან ისეთებიც, ვისაც სჯერა ცის ღმერთის. ებრაელები, ქრისტიანები და მუსულმანები ერთად ცხოვრობენ ამ მიწებზე. ანატოლია მოწმეა იმ მოვლენებისა, რომლებიც აყალიბებს მსოფლიო რელიგიების ისტორიას, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტიანობის გავრცელებაში. ანატოლია იერუსალიმიდან დევნილების და რომის ჩაგვრისაგან გაქცეულთა თავშესაფარია. როდესაც ახალი რელიგიისა და მისი წარმომადგენლების განადგურების ბრძანება მიიღება, პირველი ქრისტიანები გადაწყვეტენ ანატოლიაში გადასვლას, რომელიც ხალხს ტოლერანტობით ხვდება. წმინდა პავლე, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა იერუსალიმში, სადაც იგი წავიდა განათლების მისაღებად, გახდა ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელმაც გადასვლა მოახერხა ანატოლიაში. თავისი მოგზაურობით მან უდიდესი როლი შეასრულა ახალი რელიგიის გავრცელებაში იერუსალიმიდან ანატოლიაში და იქიდან ევროპაში.

ქრისტიანთა ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, წმინდა პავლე, ბიბლიაში მოხსენიებულია, როგორც პავლე თარსუსელი. თარსუსი არის წმ. პავლეს დაბადების ადგილი, რომელიც მდებარეობს ანატოლიის სამხრეთით.  აქედან გამომდინარე იქ მდებარე წმინდა პავლეს ეკლესია, წმინდა პავლეს ჭა და მისი ისტორიული შემოგარენი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში.

წმინდა პავლეს ეკლესია და წმინდა პავლეს ჭა ქრისტიანობის მნიშვნელოვან მომლოცველ ცენტრებად ითვლება. ეკლესია წმინდა პავლეს სახელით  მომდევნო საუკუნეებში აშენდა. ჭაბურღილი მდებარეობს წმინდა პავლეს სახლის ეზოში. წარსულში ისინი, ვინც იერუსალიმში პილიგრიმობის მიზნით მიდიოდნენ, სტუმრობდნენ ამ ადგილს და სვამდნენ ჭაბურღილის წყალს, რომელიც ითვლება წმინდად და სამკურნალოდ. ჭა, რომლის წყალი არასოდეს მცირდება, დღესაც ისეთივე სიმბოლოა ქრისტიანი მომლოცველებისთვის, როგორც ეს იყო წარსულში. ეზოს უშუალო სიახლოვეს არის უძველესი გზა დაფარული ბაზალტის ქვით. ეს გზა ისეა შემონახული, როგორც წმინდა პავლეს დროს.

წმინდა პავლე, წმ. იესოს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთია, მაგრამ ქრისტიანობაში შეტანილი წვლილის გამო ზოგიერთ წყაროში მოხსენიებულია როგორც „მოციქული“. ის მოგზაურობს ანატოლიის გარშემო სამხრეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ცდილობს ახალი რელიგიის (ქრისტიანობის) გავრცელებას. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ სირთულეს წააწყდება,  არ ტოვებს ახალი რელიგიის ახსნას ხეტიალით და ცდილობს ახალი მიმდევრების მოპოვებას. დღეს ეს გზა, რომელიც ცნობილია როგორც წმინდა პავლეს გზად, არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საფეხმავლო ბილიკი თურქეთში. გზა, რომელიც გადის ქალაქ ანტალიასა და ისპარტაში, არის 500 კმ. სიგრძის და აქვს ლაშქრობის საერთაშორისო სტანდარტები. წმინდა პავლეს გზა იწყება ანტიკურ ქალაქ პერგედან და მთავრდება ისპარტას უძველეს ქალაქ პისიდიაში.

წმინდა პავლე ანატოლიაში, მოგზაურობის დროს ბევრ ადგილას დარჩა. მისი ხსოვნის ადგილას აშენდა ეკლესიები, სადაც ის დარჩა. მერსინის მუტის რაიონში, ალაჰანის მონასტერი ერთ-ერთი მათგანია. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს გოქსუს ხეობის ციცაბო ფერდობზე, შედგება ორი ეკლესიისგან, რომელთაგან ერთი დაინგრა. მონასტერი, რომელიც აშენებულია 1300 მეტრის სიმაღლეზე, ასევე იპყრობს ყურადღებას ქვის ოსტატობით. ეკლესიის შენობები და სამონასტრო კომპლექსი დღეს შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაში.

ანატოლიაში დამკვიდრებული თითოეული უძველესი ცივილიზაცია რაღაცას მატებს ამ გეოგრაფიას. უძველესი ქალაქები, რომლებსაც ჩვენ ვსტუმრობთ, არ არის მხოლოდ გადმონაშთი, რომელიც წარსულის კვალს ატარებს, ისინი ცხოვრების, კულტურის, ხელოვნებისა და რწმენის ანარეკლია.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, წმინდა პავლეზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები