„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 04-2021

„ლაქტაციის დროს რძის მომატების მცენარეული საშუალებები“

1709275
„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 04-2021

„მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით“ 04-2021

„ლაქტაციის დროს რძის მომატების მცენარეული საშუალებები“

ექიმი, მეჰმეთ უჩარი

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ არის „ლაქტაციის დროს რძის მომატების მცენარეული საშუალებები“.

ლაქტაციის დროს დედები ძალიან მგრძნობიარე არიან. საკვები, რომელსაც ისინი ამ პერიოდში მოიხმარენ, ზრდის რძის პროდუქტიულობას.

გალაქტოგოგი; ნიშნავს რძის მომმატებელს. გალაქტოგოგები არის ზოგადი განმარტება, რომელიც აღნიშნავს მცენარეებს, საკვებს და წამლებს, რომლებიც ზრდის დედის რძის გამოყოფას და რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეს ნივთიერება მოქმედებს რძის გამომუშავების ჰორმონის (პროლაქტინის) გაზრდაზე, ბევრი მათგანის მოქმედების მექანიზმი ზუსტად არ არის ცნობილი. სინამდვილეში, უძველესი დროიდან მრავალი ადგილობრივი და ტრადიციული საკვები და სასმელი გამოიყენება ამ მიზნით.

დღესაც რძის გამაძლიერებლებს ბევრი დედა ანიჭესბს უპირატესოას. მაგრამ უმეტეს დედებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ჩვილებს ნორმალურ პირობებში, უკვე აქვთ საკმარისი რძე და არ სჭირდებათ რძის გამაძლიერებლები იმის გამო, რომ რძის რაოდენობა გამოიყოფა მიწოდებისა და მოთხოვნის მექანიზმის მიხედვით.

რძის რაოდენობის გამზრდელებს იყენებენ;

დედები, რომელთაც არ შეუძლიათ რძის გაზრდა ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად,

დედები ნაადრევად დაბადებული და მრავალშვილიანი ჩვილებით,

და დედები, რომლებსაც რძე შეუწყდათ და მის დაბრუნებას ცდილობენ.

რძის რაოდენობის გამზრდელების გამოყენების დაწყებამდე უმჯობესია მიმართოთ ლაქტაციის კონსულტანტს ან ექიმს, რადგანაც მარტო რძის რაოდენობის გამზრდელი საკმარისი არ არის.

ლაქტაციის დროს რძის რაოდენობის გაზრდისთვის ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შემდეგი ბუნებრივი და მცენარეული საშუალებები;

ახალი თეთრი ყურძენი: დღეში ორი პორცია ახალი თეთრი ყურძნის მოხმარება ზრდის დედის რძეს.

კამა: კამა, რომელსაც მოიხმარენ დილით და საღამოს ჭამის წინ, ზრდის დედის რძის რაოდენობას.

ლეღვი (ახალი ან გამხმარი): მოხარშული გამხმარი ლეღვის წვენი ასევე შეიძლება დალიოთ რძის გასაზრდელად. რვა-ცხრა გამხმარი ლეღვი მოხარშეთ ნახევარ ლიტრ არაქლორირებულ წყალში მაქსიმუმ ათი წუთის განმავლობაში. ორად გაყოფილი წყალი მოიხმარეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.

ლეღვი-სტაფილო: რვა-ცხრა გამხმარი ლეღვი გაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე, არაქლორირებულ წყალში. ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე თავდახურული. ხუთი წუთის შემდეგ დაჭრილი სტაფილო ჩაამატეთ და ადუღეთ კიდევ სამი წუთი დაბალ ცეცხლზე თავდახურული, რომ შეგრილდება გაწურეთ. დალიეთ თითო ჭიქა ეს წვენი შუადღემდე და დღის მეორე ნახევარში მშიერზე ან ჭამის შემდეგ ოცდაერთი დღის განმავლობაში.

შეიძლება მოხარშული თეთრი თუთის მოხმარება.

თუთის ბაქმაზი: ყურადღება უნდა მიექცეს, რომ თუთის ბაქმაზი მომზადებული იყოს ტრადიციული მეთოდებით, ყოველგვარი დანამატის გამოყენების და მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების გარეშე. ის უნდა იყოს ბუნებრივი ყოველგვარი დანამატის გარეშე.

აღნიშნული საშუალებების გამოყენებამდე უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი:

1) ძალიან მნიშვნელოვანია ორსული ქალებისათვის, მეძუძური დედებისთვის, რომ არ მოიხმარონ არასეზონური ჰორმონებით და ჰიბრიდული თესლით მოყვანილი ბოსტნეული.

2) ერთზე მეტი სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად. ლეღვი-სტაფილოს გამოყენების პერიოდი ერთი კვირაა. ერთი კვირის შემდეგ თუ თქვენ ისევ დაგჭირდებათ, ამჯერად სხვა სამკურნალო საშუალება გამოიყენეთ. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენეთ ახალი თეთრი ყურძნის სამკურნალო საშუალება ერთი კვირის განმავლობაში და გაჩერდით, მოგვიანებით, ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ კამა ან ლეღვის ჩირი.

გარდა ჩამოთვლილი საშუალებებისა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ; ანისული, ხურმა, ნიახური, ნიახურის ახალი ფოთლები, გოგრა, მარწყვი, Სალათა, თუთუბო, კამის ჩაი, წიწმატი, ბრინჯი, სეზამი, ნიგოზი, ნუში, თხილი, თაჰინი - ბაქმაზი, ორაგული, პარკოსნები, კვერცხი, საკმარისი რაოდენობით წყალი, ასევე რეკომენდირებულია მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის საკმარისი კვლევები ამ პროდუქტების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ ხშირად ანიჭებენ დედები უპირატესობას. ამ სფეროში ბევრი პროდუქტია ბაზარზე. მეძუძური დედებისთვის უმჯობესია გამოიყენონ ეს მცენარეული პროდუქტები ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები