ანატოლიის კულტურული საგანძურები 2-2021

ფრიგიელები და მათი ცნობილი მეფე მიდასი

1705065
ანატოლიის კულტურული საგანძურები 2-2021

ანატოლიის კულტურული საგანძურები 2-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ფრიგიელები და მათი ცნობილი მეფე მიდასი

მითოლოგია, მითი, ლეგენდა ... სამივე მათგანი ხშირად გვხვდება ანატოლიის გეოგრაფიაში. ისტორიები, რომლებსაც ადამიანები ქმნიან, ძირითადად ემყარება რეალობას. ხან მითოლოგია ადამიანებზე მოქმედებს, ხან ადამიანები მითოლოგიაზე ... ცივილიზაციების კულტურული სტრუქტურები და საზოგადოებების ცხოვრება აისახება მითოლოგიასა და ლეგენდებში. ყველა ცივილიზაციას აქვს საკუთარი მითები, რომლებიც ნათქვამია მის მიწებზე და გადაეცემა თაობიდან თაობას. ასევე არის ისეთებიც, რომლებიც გადატანილია კაცობრიობის კოლექტიურ მეხსიერებაში ასობით და ათასობით წლის განმავლობაში. ისევე, როგორც მეფე მიდასის ლეგენდებში ... მეფე მიდასი, რომელსაც ვირის ყურები აქვს, რასაც შეეხება, ყველაფერი ოქროდ იქცევა! სწორედ ჩვენი დღევანდელი პროგრამა მივუძღვენით ფრიგიელთა ლეგენდებს, ანატოლიის უძველეს ცივილიზაციას, რომლებმაც თავიანთი გამოგონებებით შეუწყო ხელი მთელ კაცობრიობას.

3000 წლის წინანდელი ცივილიზაციის, ფრიგიელთა დედაქალაქი გორდიონია. გორდიონის უძველესი ქალაქი, რომელიც დღეს მდებარეობს ანკარის ფოლათლის რაიონის მახლობლად, ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ დასახლებად. უძველესი ქალაქი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა როგორც მისი პერიოდის, ისე შემდგომი ცივილიზაციების გააზრებაში, ასევე მოხსენიებულია ლეგენდებით. დავიწყოთ ანატოლიიდან მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე ცნობილი ლეგენდებიდან, გორდიონის კვანძით. გორდიონის კვანძი თავისი პოპულარობით სარგებლობს ალექსანდრე მაკედონელის წყალობით, რომელიც ითვლება მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ლიდერად და იმპერატორად.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდის გადმოცემის სხვადასხვა ვერსია არსებობს, ყველაზე ცნობილი არის შემდეგი: ფრიგიელები ომში არიან და ისინი კონსულტაციებს გადიან ორაკულთან, რათა გაარკვიონ ვინ იქნება მათი ახალი მეფე. ორაკლი ამბობს, რომ პირველი ადამიანი, ვინც ქალაქში შემოვა ხარიანი ურმით, იქნება მეფე და დაამთავრებს ომს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გორდიოსი შემოდის ქალაქის კარიბჭეში ურმით. მეორეს მხრივ, გორდიოსი მოვიდა ამ ქალაქში არწივის გამო, რომელიც გუთანზე იჯდა და მინდვრებს ხნავდა. მისი მიზანია ზევსის პირობა დადოს. მაგრამ ის ხდება ფრიგიელთა მეფე; ამ ქალაქს კი ეწოდება „გორდიონი“ მეფის სახელის მიხედვით. ზევსისადმი მადლიერებისათვის ჯილდო გორდიოსმა ტაძარს მიუძღვნა. ურმი რთული კვანძით მიაბა სვეტს. გორდიოსი წინასწარმეტყველებს, რომ ადამიანი, ვინც ამ კვანძს გაუხსნის, იქნება აზიის მმართველი. ალექსანდრე მაკედონელმა ასევე იცოდა ამ წინასწარმეტყველების შესახებ და იგი გორდიონთან გაჩერდა სპარსელებთან საბრძოლველად. ის პირდაპირ ტაძარში შემოდის და ცდილობს გახსნას კვანძი. როდესაც მისი გახსნა ვერ შეძლო, განრისხდა, ხმალი ამოიღო და კვანძი გაჭრა. ეს ამბავი დაუმტკიცებელი ლეგენდაა. მსოფლიოში ცნობილი თურქი არქეოლოგი ექრემ აქურგალი წერს, რომ „მეფე გორდიუსის ლეგენდარული ურემი და კვანძი დღემდე არ არის ნაპოვნი“.

გორდიოსი, ფრიგიელთა ლეგენდარული მეფის, მიდას მამაა. მიდასი ცნობილია როგორც მეფე, რომელმაც გააფართოვა ფრიგიის მიწები და გააძლიერა სახელმწიფო. ძველ წყაროებში შესაძლებელია მიდას შესახებ სრულიად განსხვავებული ინფორმაციის პოვნა. ზოგჯერ მასზე საუბრობენ როგორც გამომგონებელზე, ზოგჯერ როგორც დაუნდობელ ტირანს. მიდასი ასევე ნახსენებია ძველი ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების ნაშრომებში; პითაგორა, პლატონი, ჰეროდოტე, არისტოტელე და სხვებიც საუბრობენ მასზე. კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ არსებობს მიდას სხვადასხვა მეფე, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ სხვადასხვა საუკუნეებში.

ახლა კი მოდით ვისაუბროთ ლეგენდებზე მეფე მიდას შესახებ ... ჩვენ გვმართებს ის ფაქტი, რომ მის შესახებ ლეგენდები დღესაც მოგვითხრობს, რადგან ძველმა პოეტმა ოვიდიუსმა ის ახსენა თავის ნაშრომში სახელწოდებით „მეტამორფოზები“.

მის, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლეგენდაში ტარდება მუსიკალური შეჯიბრი მზის, მუსიკისა და პოეზიის ღმერთ აპოლონსა და სოფლის ღმერთ პანს შორის. მეფე მიდასი გადაწყვეტს გამარჯვებულს. მიდასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პანის მიერ დაკრული ფლეიტით და ამიტომ აცხადებს მას გამარჯვებულად. გაბრაზებული აპოლონი ამის გამო, მიდას ყურებს ვირის ყურებად აქცევს და მიდასი იმ დღიდან იწყებს სიარულს თავზე ქუდით. ის მხოლოდ დალაქის წინ იხდის ქუდს, აფრთხილებს, რომ არავის უთხრას, მაგრამ ეს საიდუმლო დალაქისთვის ძალიან მძიმეა, ის ვერ შეინახავს ამ საიდუმლოს. ის მიდის ჭასთან და ჩურჩულებს, ჭაში ლერწამი იზრდება და ქარიშხლისას ჩურჩულებს ამ საიდუმლოს, საბოლოოდ ყველამ გაიგოს მეფის მდგომარეობა.

კიდევ ერთი ლეგენდა მოგვითხრობს ხარბ მიდასზე. ღმერთი ასრულებს მეფე მიდას ყველა სურვილს. მას სურს იყოს ძალიან მდიდარი. ღმერთი, მას აძლევს ძალას გადააქციოს ყველაფერი ოქროდ რასაც შეეხება. მიდასი მალე ხვდება, რომ ეს არის სასჯელი, რადგან ყოველივე რასაც იგი შეეხება ოქროდ იქცევა, მას არ შეუძლია ჭამა და წყლის დალევა. ის კვლავ ევედრება ღმერთს და ლოცულობს. მიდასის ვედრების გამგონე ღმერთი მას ეუბნება, რომ თუ ის დაიბანს სარდეს მდინარეში, განიკურნებოდა. მიდასი თავისუფლდება სასჯელისგან, როდესაც ის მდინარეში ბანაობს. ეს მდინარე სინამდვილეში არის მდინარე, რომელიც შეიცავს ელექტრულ ელემენტს, სადაც ლიდიელებმა გამოიმუშავეს პირველი ფული! ლეგენდა და რეალობა კიდევ ერთხელ არის გადახლართული!

მიუხედავად იმისა, რომ მიდასი მითოლოგიურ პერსონაჟად მიიჩნევა, იგი ნამდვილი პიროვნებაა. დღეს, ექსპერტები, რომლებიც იკვლევენ ლეგენდების სიმართლეს მის შესახებ ნათქვამია, რომ ყოველივეს რასაც ოქროდ აქცევს, მეტაფორული მნიშვნელობა აქვს. რადგან გათხრების დროს ძალიან ცოტა ოქროს ობიექტი იქნა ნაპოვნი. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მითი წარმოიშვა იმიტომ, რომ მან გაზარდა ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მისი მეფობის დროს. არიან ისეთებიც, რომლებიც ვირის ყურებს მიაწერენ ეგვიპტის ღმერთის მმართველებს. რადგან მიდას სამეფო ოჯახის სიმბოლო არის ლერწმის კვერთხი, რომელსაც ვირის ყურები აქვს ბოლოში!  ექსპერტებმა, რომლებიც შეისწავლეს თავის ქალა, რომელიც მიდას ეკუთვნის, დაასკვნეს, რომ მეფის ყურებს ასიმეტრიული გარეგნობა ჰქონდა. აბა თქვენ რას იტყვით ლეგენდებზე მიდას შესახებ ამ თვალსაზრისით?

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ფრიგიელების და მათ ცნობილ მეფე მიდას ლეგენდებზე გავამახვილეთ ყურადღება. მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები