15 ივლისი, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღე

15 ივლისი, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღე

1675176
15 ივლისი, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღე
15 Temmuz anıtı.jpg

15 ივლისი, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღე

ძვირფასო რადიომსმენელებო, დღეს არის 2021 წლის 15 ივლისი. 5 წლის წინ ამ დღეს, 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთი ვერაგული გადატრიალების მცდელობის პირისპირ აღმოჩნდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ფეტო“-მ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილი წევრების გამოყენებით თურქეთის სახელმწიფოსა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ ვერაგული გადატრიალების მოწყობა სცადა. დაიბომბა საპრეზიდენტო კომპლექსი, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი. ამბოხების მცდელობაში მონაწილეები შეეცადნენ ხელში ჩაეგდოთ ბევრი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, მათ შორის თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობაც. ანკარისა და სტამბოლის ცაზე სამხედრო თვითმფრინავებით და ქუჩებში ტანკებით გვემუქრებოდნენ. რა თქმა უნდა, ხალხი გულგრილი არ დარჩა ამ სიტუაციის მიმართ, პრეზიდენტის მოწოდებითაც ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში, ქალაქის მოედნებზე, რომ ხელი შეეშალათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, სიცოცხლე გაწირეს, ტანკებს და ვერტმფრენებიდან გახსნილ ცეცხლს წინ აღუდგნენ. მათ წინააღმდეგობის გაწევით, რომლის მსგავსი მაგალითები იშვიათია, დაიცვეს სამშობლო, სახელმწიფო და დემოკრატია. ხალხის სიმტკიცის წყალობით სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა გადატრიალების მცდელობა. დაიღუპა 251 ადამიანი და ასობით კი დაშავდა. 15 ივლისი დემოკრატიის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. ჩვენ მადლიერებით და პატივისცემით ვიხსენებთ დაღუპულებსა და ვეტერანებს.



მსგავსი ინფორმაციები