იცით თუ არა, რომ? 18 - 2021

ბროდია- ლურჯი, ვარსკვლავიანი ფორმის ყვავილი

1632675
იცით თუ არა, რომ? 18 - 2021

იცით თუ არა, რომ ლურჯი ბროდია, რომელიც მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ჩნდება მთელი წლის განმავლობაში, დაცულია ბერნის კონვენციით?

ლურჯი ვარსკვლავის ყვავილი ანუ, ბროდია, ტრაპიზონის ტონიის რაიონში შემავალ კადირალაკის პლატოში, დაახლოებით 1,300 მეტრის სიმაღლეზე ყოველ გაზაფხულზე გვხვდება რა, იქაურობას ლურჯ ფერებში გადააქცევს. მართლაც, ეს იშვიათი ყვავილი, რომელიც ლურჯ ვარსკვლავს ჰგავს, სამწუხაროდ, იმ მცენარეებს შორისაა, რომლებიც გადაშენების პირას არიან. მაღალმთიანეთში, სადაც იზრდება „ლურჯი ვარსკვლავიანი ფორმის ყვავილი“ მოგრძო ფოთლებით, რომელიც დაცულია „ბერნის საერთაშორისო კონვენციის“ შესაბამისად, ყოველწლიურად ბუნებას ერთგვარ პარკად აქცევს. ნაძვის ხეებით გარშემორტყმული პლატო გაზაფხულზე იასამნისფერი ხდება და ქმნის უნიკალურ სურათებს. პლატოს ეს არაჩვეულებრივი ხედი განსაკუთრებით იზიდავს რეგიონში ბუნების მოყვარულებსა და ფოტოგრაფებს.


საკვანძო სიტყვები: #ბროდია , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები