ანატოლიის კულტურული საგანძურები 08-2021

ქანესი

1625225
ანატოლიის კულტურული საგანძურები 08-2021

ანატოლიის კულტურული საგანძურები 08-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ქანესი

რომელ მეთოდს იყენებთ ვაჭრობის დროს?  მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სავაჭრო ცენტრებში  დადიხართ თუ ინტერნეტით ყიდულობთ? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით თქვენი უპირატესობა, მაგრამ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტით ვაჭრობის მაჩვენებელი 70 პროცენტს აღემატება! შოპინგს დღეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. სინამდვილეში ეს ყოველთვის იყო; შოპინგი ასევე ხდებოდა იმ პერიოდებში, როდესაც არ არსებობდა ელექტრონული კომერცია, საკრედიტო ბარათი, ან თუნდაც ფული. ეს ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობის ისტორია.

ვაჭრობა, ადამიანის ერთობლივად დასახლების დროიდან დაიწყო. ადამიანები, რომლებიც მონადირე-შემგროვებელ ცხოვრებას შეუდგნენ, საკუთარი საკვებისა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება დაიწყეს, თუმცა შეზღუდულად. ის რაც ძალიან შეზღუდული იყო, მას სხვა რამეებიც სჭირდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ გაცვლით შეეძლო სხვადასხვა საქონლის შესყიდვა. ადამიანმა ჯერ ვაჭრობა დაიწყო უახლოეს გარემოცვაში მყოფ თემებთან, შემდეგ კი შორეულ სოფლებში. ამრიგად, საფუძველი ჩაეყარა ვაჭრობას. ცოტა ხნის შემდეგ, საკმარისი არ იყო ახლო მანძილზე ვაჭრობა. შორს მდებარე განსხვავებული ცივილიზაციები და იქ არსებული სხვადასხვა საქონელი, სულ სხვა ცხოვრებებმა მიიზიდა იგი. ვაჭრობის წყალობით არა მხოლოდ ფული გაკეთდა, არამედ კულტურათშორისი კომუნიკაციაც დაიწყო. ანტიკურ ხანაში თუნუქმა ხმელეთით მიაღწია კასპიის ზღვის აღმოსავლეთიდან საბერძნეთს, ხოლო ბალტიის ზღვიდან მოპოვებული ქარვა სამხრეთით გადიოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ხე-ტყე, ბეწვი და სხვა საჭირო საქონელი, განსაკუთრებით მარილი, რომელიც მწირი რესურსია, გაიარა წარმოუდგენელი გზები. 4 000 წლის წინ ანატოლიის შუაგულში დაარსდა მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი: ქანესი.

დღევანდელი კაისერის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქანესი,  ცენტრალური ანატოლიის ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახლებაა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, როდესაც იპოვეს ათასობით ლურსმული, ე. წ. „კაპადოკიური“ ფირფიტა, როგორც შემდეგი გამოკვლევებით დადასტურდა, ძველ ხეთურ ენაზე შედგენილ წყაროებში ქანესს ეწოდებოდა აგრეთვე ნესა. ქანესში იყო განლაგებული ასურელთა დიდი სავაჭრო კოლონია, რომელიც ადგილობრივი ქალაქ-სახელმწიფოს მმართველს ემორჩილებოდა. ქანესი დაიპყრო მეზობელმა ქალაქ-სახელმწიფომ ქუსარამ, რომლის მეფე ანითამ ქანესი თავის სატახტო ქალაქად გამოაცხადა.

მეორეს მხრივ ექსპერტები ამბობენ, რომ გათხრების შედეგად აღმოჩენილი სასახლეები მხოლოდ მეფეებისთვის არ აშენებულა. უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ სავაჭრო მიზნებისთვის შემოტანილი საქონელი სასახლეებში ინახებოდა და იბეგრებოდა. ვაჭრების სახლებში განთავსებულია პატარა ჩაკეტილი საარქივო ოთახები და საწყობები, სადაც ინახება გასაყიდი საქონელი. მათ, ვისაც ბიზნესის კეთება სურდა ქანესში, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ იღებდნენ. ისინი არ ყიდიდნენ გაუნბაჟებელ და არადეკლარილებულ საქონელს, არ გადიოდნენ კონტრაბანდით და იხდიდნენ გადასახადებს. შეიძლება გაგიკვირდეთ, თუ როგორ განავითარეს, ათასობით წლის წინანდელ სავაჭრო ქალაქ  ქანესში ეს სისტემა...

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ე.წ. „ქანესის ტაბლეტები“ იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების სიაშია შეყვანლი.

ქანესის ტაბლეტები გვაწვდიან უფრო მეტ ინფორმაციას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ; მასში აღნიშნულია, რომ 4 000 წლის წინ, ქალი და მამაკაცი თანაბარი იყო სოციალურ ცხოვრებაში. ეს გვიჩვენებს, რომ იმ პერიოდის ანატოლიელი ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და კონკურენციასაც უწევდნენ დღევანდელობას.

ანატოლიაში იქნებ ეს თავგადასავალი ფულის შოვნის მიზნით დაიწყო, იქნებ ახალი ადგილების ნახვა და ახალი ხალხისა და ახალი კულტურების გაცნობის მიზნით… ათასობით წლის წინანდელი მეთოდი დღევანდელი  საერთაშორისო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია ... ათასობით წლის წინ მათ ჩაიწერეს ყველაფერი, რასაც თვლიდნენ მნიშვნელოვნად.

და ბოლოს, დღევვანდელ პროგრამაში ანატოლიის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრ, ქანესის და ვაჭრობის სისტემის შესახებ გიამბეთ, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ....



მსგავსი ინფორმაციები