„წყალი და კაცობრიობა“ 26/2021

„წყალი და კაცობრიობა“ 26/2021

1589462
„წყალი და კაცობრიობა“ 26/2021

„წყალი და კაცობრიობა“ 26/2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ადამიანის თავგადასავალი დედამიწაზე ბუნების მიბაძვით დაიწყო. ადამიანმა შეწყვიტა მიბაძვა და დაიწყო გამოგონება და წარმოება, მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ ბუნების მართავაც დაიწყო. როდესაც გვეგონა, რომ ბუნებასა და წყალს ვმართავდით, რეალურად ვკლავდით მას? როდის მივიღეთ იდეა, რომ ადამიანი ბუნებას აღემატება და რომ ბუნებაში ყველაფერი არსებობს ადამიანისთვის და მას უნდა ემსახურებოდეს? ინდუსტრიული რევოლუციის დროს დაიწყო ეს დიდი შეცდომა, როდესაც სამუშაო პირობები უარესდებოდა და ამის ერთადერთი მიზანი იყო უფრო მეტის გამომუშავება და მეტის შოვნა?

მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის შედეგად, სუფთა წყლის რესურსების სწრაფი დაბინძურება, ინდუსტრიული რევოლუციისა და კლიმატის ცვლილების შემდეგ, დღეს წყლის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა მას, ანუ წყალს „ლურჯ ოქროს“ უწოდებენ. დღეს არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერს იმ აზრს, რომ წყალი არ შეიძლება იყოს უფასო. მათ მიაჩნიათ, რომ წყლის კომერციალიზაცია უნდა მოხდეს. ავსტრალიაში გაცოცხლებული ამ იდეით დისტოპია რეალობად იქცა! ფერმერებს წყალის გამოყენება მხოლოდ შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლიათ.

არ არის საშინელი იმის ფიქრი, რომ წყალს მხოლოდ ისინი გამოიყენებენ, ვისაც ფული აქვს და დანარჩენებს მასზე წვდომა არ შეეძლებათ? ისინი, ვინც წყლის კომუნიკაციას ცდილობენ, უგულებელყოფენ წყლის უფლებას და რა თქმა უნდა სიცოცხლის უფლებას! დაუშვებელია ამ ქვეყნის ხალხისთვის სიცოცხლის უფლების გაყიდვა, ცნობილი ფილოსოფოსის მევლანას ფილოსოფიით! თუ წყალი არ არის, სიცოცხლეც არ არის, რადგან ...

წყალი მხოლოდ ქიმიური ფორმულაა? საკმარისია იმის თქმა, რომ ორი წყალბადი შედგება ერთი ჟანგბადის მოლეკულისგან? მაშინ, რატომ არ შეიძლება წყლის წარმოება, გამრავლება, ან კიდევ გვალვით დაზარალებულ ადგილებში გაგზავნა? იმიტომ, რომ მართალია ეს მარტივად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ, წყლის თემა საკმაოდ რთული საკითხია. ვისაც ესმის წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობა, იცის, რომ ის უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველაზე ძვირფასი სხვა ლითონი.

სამწუხაროდ, მსოფლიოში სასმელი წყლის რესურსები მკვეთრად იკლებს. ჩვენი სამყარო წყლის გლობალური კრიზისის წინაშე დგას ... ამიტომ, წყალი დიდი მნიშვნელობის წყაროს წარმოადგენს ქვეყნების არსებობის, მათი მომავლის, უსაფრთხოების ინტერესების და ეკონომიკური განვითარებისათვის. დიდი ხანძრები, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტებზე, განსაკუთრებით ავსტრალიაში ჩნდება, გვალვის მაუწყებლად ითვლება.

წყალი, სამყაროში სიცოცხლის დაწყებამდე არსებობდა  ...ის იყო უძველესი ... ის მიუწვდომელი იყო ... მის წინაშე ხალხი სუსტი იყო და ხშირად უმწეოც ... შემდეგ ადამიანმა  წყლის პირას დაიწყო დაბინავება. ხან მას აღმერთებდა. ზოგიერთი გეოგრაფია წყლის თვალსაზრისით იღბლიანი იყო, რადგან უხვი წყლების, ტბებისა და ზღვების უმეტესობა მათ მიენიჭათ. ანატოლიაც ასეთი გეოგრაფიაა! 26 კვირის განმავლობაში ვცდილობდით აგვეხსნა ცივილიზაციები, რომლებიც აყვავებულნი იყვნენ წყლით და ანატოლიაში კვალს ტოვებდნენ, წყალთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

შუმერები წინამძღოლად ითვლებიან სოფლის მეურნეობაში სარწყავი სისტემის დანერგვის მიზნით. შუმერებმა ამოაშრეს ჭაობები, ააშენეს სარწყავი არხები და არ დაუშვეს წყალდიდობა. ჩვენ ვისაუბრეთ ბაბილონელებზე, რომლებმაც კარგად იცოდნენ წყლის მნიშვნელობა, ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ის მშვენიერი, ბაბილონის დაკიდული ბაღები გახლავთ ... ხეთებმა, ანატოლიასა და მსოფლიოში პირველი კაშხალი ააგეს.  ანატოლიის აღმოსავლეთ ნაწილში, ამ მკაცრ გეოგრაფიაში ცხოვრობდნენ ურარტელები, რომლებიც თავიანთ დროზე ბევრად უფრო მაღალ ტექნოლოგიას იყენებდნენ. მათ ააშენეს წყლის სტრუქტურები, რომლებიც დღემდე გადარჩა.

 ჩვენ ვისაუბრეთ მონუმენტურ პოლიოს წყალსადენზე და ბრწყინვალე ვალენეს წყალსადენზე, რამაც გადაწყვიტა სტამბოლის პრობლემა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში წყლის უკმარისობა აწუხებდა. ჩვენ გთავაზობთ პირველი წყლის ინჟინერ თალეს მილეტელს, მისი დროის დასუფთავების და სოციალიზაციის ადგილებს, მსოფლიოში ცნობილ რომაულ და თურქულ აბანოებს, წყალსატევებს, რომლებიც აკმაყოფილებს ქალაქების წყლის საჭიროებებს და ბრწყინვალე შადრევნებს, რომლებსაც ათასობით ტურისტი ინახულებს ყოველწლიურად.

თურქული კულტურის და რელიგიის განუყოფელი ნაწილის, შადრევნების და  ხიდების მშენებლობა მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლებიც მსოფლიოს ამ რეგიონში გვხვდება წყლის არაერთი თერმული წყაროებით.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ანატოლიის ათასობით წლის ისტორიაში შესაძლებელია შეხვდეთ იმ ეტაპებს, რომლებიც კაცობრიობამ ქვის ხანიდან დღემდე გაიარა და მის განვითარებას მიჰყვა ... ამ განვითარებებში ჩვენ მივყევით წყლის სტრუქტურების კვალს ... რომელთაგან ნაწილმა დღემდესაც კი მოაღწია...


საკვანძო სიტყვები: #წყალი და კაცობრიობა 26

მსგავსი ინფორმაციები