იცით თუ არა, რომ? 08

„ინჯე მემედი“

1587770
იცით თუ არა, რომ? 08

იცით თუ არა, რომ იაშარ ქემალის ნაწარმოები „ინჯე მემედი“ მსოფლიოში ცნობილი რომანია?

ინჯე მემედი, ცნობილი თურქი მწერლის იაშარ ქემალის პირველი რომანია. 1955 წელს გამოქვეყნებული რომანი ავტორის შედევრად ითვლება. რომანში  სამხრეთ ანატოლიაში მცხოვრები სოფლის მოსახლეობის, მემამულის წინააღმდეგ ბრძოლაა მოთხრობილი. რომანი პირველად 1957 წელს ბულგარულ ენაზე ითარგმნა, ხოლო იგი 1959 წელს ნაზიმ ჰიქმეთმა რუსულ ენაზე გადათარგმნა. ინჯე მემედი 1961 წელს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ითარგმნა  და დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში იტალიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში გამოიცა. მომდევნო წლებში გერმანულ და ესპანურ ენებზე გადათარგმნილი ინჯე მემედი, დღეისათვის 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ბრიტანელმა მსახიობმა და მწერალმა პიტერ უსტინოვმა 1984 წელს, ინჯე მემედის  რომანის მიხედვით პირველი ფილმი სახელწოდებით „მემედი-ჩემი შევარდენი“ გადაიღო.


საკვანძო სიტყვები: #ინჯე მემედი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები