აქტუალური თემის ანალიზი 58

როგორი იქნება თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები ბაიდენის ეპოქაში?

1577862
აქტუალური თემის ანალიზი 58

 

 

თუ როგორი იქნება სავარაუდოდ ბაიდენის პერიოდში თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები, ამის შესახებ გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორის, პროფ. დოქტორ მურატ იეშილთაშის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

ჯო ბაიდენი, რომელიც მოვალეობის შესრულებას შეუდგა ამერიკის ისტორიაში ყველაზე პროგრესული კაბინეტის შექმნით და თავის წინამორბედი ტრამპის ზოგიერთი განკარგულების გაუქმებით, გვიჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან საკმაოდ განსხვავებული პერიოდისა და პოლიტიკის წინაშე აღმოვჩნდებით. როგორც სიმბოლური თვალსაზრისით, ისე პირველი განხორციელებული ქმედებების გათვალისწინებითაც კარგად ჩანს, რომ ბაიდენს აქვს მართვის სრულიად განსხვავებული მიდგომა, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა ტრამპის ადმინისტრაციის მართვისგან და ეს განსაკუთრებით აშკარად გამოჩნდა კაბინეტის შექმნისას. ტრამპმა პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომისთანავე, უმრავლესობა თეთრკანიანის, უმრავლესობა მამაკაცისგან და უმრავლესობა პროტესტანტებისგან შემდგარი კაბინეტი შექმნა რა, იმავდროულად ფაქტიურად ომი გამოუცხადა დისციპლინირებულად მომუშავე ორგანიზაცია-დაწესებულებებსაც და ერთის მხრივ მათში ქაოსი შეიტანა, ხოლო მეორეს მხრივ დაასუსტა მრავალი ინსტიტუტის ძალაუფლება. მასვე გაუჭირდა მაღალი დონის ჩინოვნიკებისა და მინისტრების დანიშვნაც და ამიტომ, ერთსა და იმავე სამინისტროში, მრავალ შეცვლილ მინისტრთან მოუწია მუშაობა, რაც განსაკუთრებით წარმატებული არ გამოდგა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

მის საწინააღმდეგოდ ბაიდენმა სწრაფად შექმნა კაბინეტი და ისეთი სახელები შეიყვანა მასში, რომლებიც მის დემოკრატიულ გეგმებს და დაპირებებს სწრაფად შეასრულებენ, ხოლო ამის პარალელურად ორგანიზაცია-დაწესებულების დამოუკიდებლობის აღდგენაც დაიწყო. ასე რომ ტრამპის ადმინისტრაცია თუ ამაყობდა ინსტიტუტების დასუსტებით, რადგან თავის დროზე არ გააკეთა მრავალი მაღალი დონის პოლიტიკური დანიშვნები, ეს არ ითქმის ბაიდენზე, რომელმაც  პირველ ათ დღეში ათასზე მეტი დანიშვნა გააკეთა და ეს სწრაფი მოქმედება აჩვენებს, რომ ბაიდენის მენეჯმენტი სერიოზულად უყურებს კადრების მნიშვნელობას სახელმწიფოს პროგრესულ განვითარებაში. აქედან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ბაიდენის პირველი 100 დღე, რომელსაც მას-მედიისგანაც ძლიერი მხარდაჭერა აქვს, ყოველგვარი სირთულეების გარეშე ჩაივლის და ყველა დაპირებას შეასრულებს.

ბაიდენის საგარეო პოლიტიკის გუნდის ქმედებები, თუ გავითვალისწინებთ მრავალი რეგიონალური და გლობალური საკითხების სიმძიმეს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საზოგადოებამ კარგად აღიქვა ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ბლინკენი ბაიდენთან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი არის ბლინკენთან დაახლოებული პირი, ხოლო თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი არის სამხედრო, რომელსაც ბაიდენი კარგად იცნობს ერაყიდან.

ეს კადრები გამოირჩევა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კარგი გარჩევა-ანალიზის უნარითა და გაგებით, არამედ თავიანთი ე.წ. "დავალების შემსრულებელი კაცის" პროფილებითაც. ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ხედვა და მის მიერ არჩეული კადრები აჩვენებენ, რომ მას სურს ჰარმონიულად იმუშაოს თავის გუნდთან და ამერიკას ძველი დიდება დაუბრუნოს. აი ამ ეტაპზე კი ლოგიკური კითხვა გვიჩნდება, თუ როგორ ასახვას ჰპოვებს ბაიდენისა და მისი გუნდის საგარეო პოლიტიკა, თურქეთთან ურთიერთობაში

ერთი შეხედვით ისე ჩანს,  რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის გუნდი, თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებში კარგად არის გათვითცნობიერებული. ამ საკითხებს შორის რა თქმა უნდა წინა პლანზე გამოდიან რუსეთი, სირია, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, ნატო, S-400 და ირანი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გუნდიდან ჯერ-ჯერობით რომელიმეს არ აქვს წარმოთქმული თურქეთის მიმართ  “მკაცრი" განცხადება თუ რაიმე სხვა “მუქარიანი“ გამოთქმა. უფრო მეტიც, ამ გუნდიდან დღემდე თურქეთის შესახებ გავრცელებულ  განცხადებების ტონს და დეტალებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი ისე იქცევიან, როგორც ეს შეეფერება ნატოს მოკავშირეს და სურთ ერთად იმუშაონ ანკარასთან. თუმცა, აქ ურიგო არ იქნება თუ გავიხსენებთ, რომ ბლინკენმა, რომელიც ანკარას ბაიდენთან ერთად ეწვია 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 2017 წელში  ტრამპს ურჩია, რომ სამხედრო დახმარება გაეწია ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი ქურთული შეიარაღებული ფორმირება YPG-თვის, რომელსაც თურქეთი, პკკ-ას მსგავსად ტერორისტულად მიიჩნევს 2017 წელს

გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ სენატში თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის ყიდვის საკითხის განხილვისას, ბლინკენმა ამ გარიგებას "მიუღებელია" უწოდა, რაც კონგრესში ანტი-თურქულ განწყობად იქნა აღქმული. იმავე სხდომაზე ბლინკენმა თურქეთის მიმართ “ე.წ. მოკავშირე" გამოთქმა იხმარა, რაც ასევე მოკავშირესათვის შეუფერებელ ტონად იქნა შეფასებული. თუმცა, რაც ბლინკენი სახელმწიფო მდივანი გახდა, მას შემდეგ თურქეთის მიმართ მხოლოდ ფრთხილ განწყობას იჩენს.

რაც შეეხება  ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს სალივანს. მან თავის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თურქეთი, ჩინეთის მსგავსად “ერთობლივი საზრუნავის“ კონტექსტში მოიხსენია, რაც ასევე ანკარის მისამართით უარყოფითი ტონის მაგალითად აღიქვეს. ასე რომ, ბოლო სატელეფონო საუბარმაც კი ბლინკენსა და იბრაჰიმ ქალინს შორის, რაც რამდენიმე დღის წინ შესდგა,  ბოლომდე არ გაანადგურა ეს გაურკვეველი ატმოსფერო

მოკლედ, ჯერჯერობით როგორც ჩანს, ბაიდენის საგარეო პოლიტიკის გუნდი თურქეთის მიმართ გარკვეულ დისტანციას იცავს და ამასთან   ცივ ენას იყენებს. აქედან გამომდინარე გაურკვეველია თუ რა პოზიციას დაიკავებს ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაცი ანკარის მიმართ ისეთი კონკრეტული პოლიტიკის საკითხებში, როგორებიც არის სირიის, YPG-ს, S-400-ის, ფეტოს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის, ლიბიის და ა.შ. ამასთან, უკვე გასაგებია ისიც, რომ ბაიდენის გუნდის ეს ტონი, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში პრობლემური საკითხების მოგვარებაში არ ითამაშებს კონსტრუქციულ როლს. ასე რომ თუ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიღებს ორაზროვან და არასტრატეგიულ საგარეო პოლიტიკურ მიდგომას, რომელიც ობამასა და ტრამპის ადმინისტრაციის ნაზავი იქნება, მაშინ, სრულიად შესაძლოა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება ანკარა-ვაშინგტონს შორის შეუძლებელი გახდეს, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფ. დოქტორი მურატ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები