„წყალი და კაცობრიობა“ 22/2021

სპები

1571626
„წყალი და კაცობრიობა“ 22/2021

„წყალი და კაცობრიობა“ 22/2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ათ წლიანი  ომების შემდეგ, მიკენის  მეფე აგამემნონი იპყრობს ტროას და შეიძლება ითქვას, რომ  ანადგურებს ქალაქს... მისი რისხვა არ მთავრდება. აგამემნონი აგრძელებს ბრძოლას ამ რეგიონის ტომებთან. მისი ჯარისკაცების უმეტესობა დაჭრილი და ავადმყოფია. მას წინ გამოეცხადება ორაკული რა, მისი რჩევით  ჯარს მიიყვანს იზმირის მახლობლად მდებარე ბუნებრივ ცხელ წყაროებში. ტალახი და ცხელი წყლები, რომლებიც კლავენ მიკრობებს და ხსნიან ტკივილს, როგორც ჯადოსნური წამალი, ათასობით ჯარისკაცს განკურნავს...

ზუსტად არავინ იცის, ტროას ომების ცნობილი მეთაურის აგამემნონის ჯარისკაცები მართლაც გამოჯანმრთელდნენ ამ სპა-ში თუ უბრალოდ ლეგენდა მაგრამ,  თანამედროვე მედიცინის ფუძემდებლის, ჰიპოკრატეს სამედიცინო ცნობებში და ანტიკური ხანის გეოგრაფიის მკვლევარის სტრაბონის წიგნებში ხშირად არის მოხსენიებული აგამემნონის სპა. იზმირში მდებარე აგამემნონის სპა უკვე 1200 წელია კურნავს ადამიანებს.

ანატოლიის გეოგრაფია სავსეა ამ სამკურნალო წყლებით, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ დაავადებების სამკურნალოდ ... ამ კვირის პროგრამა გვსურდა დაგვეთმო თერმულ წყლებისათვის, რომლებიც სამკურნალოდ ითვლება.

მედიცინის განვითარებამდე ადამიანები  უძველესი დროიდან დაავადებებისგან თავის დასაღწევად სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ... ამ მეთოდებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამკურნალო წყლები.  ანატოლია გახლდათ გეოგრაფია, სადაც მრავლად მოიპოვებოდა ასეთი სამკურნალო თვისებების მქონე ცხელი წყლები, ათასობით წლის განმავლობაში...

თურქეთი, რომელიც მდებარეობს ტექტონიკურ სარტყელზე მდიდარია თერმული წყლებით. თურქეთი 1300-მდე სამკურნალო წყლით მსოფლიოს ხუთეულში შედის, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.

ანტიკურ პერიოდში მოღვაწე  სამედიცინო მეცნიერებები თუ ფილოსოფოსები ხშირად გამოთქვამდნენ განსხვავებულ შეხედულებებს, თუ როგორ წარმოიქმნა თერმული წყალი და ყურადღებას აქცევდნენ ბუნებრივი რესურსების სასწაულებზე. მათ, ამ პერიოდის განმავლობაში თერმული წყლის რესურსები გამოყვეს ტემპერატურის, სუნისა და გემოვნების მიხედვით. ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები სარგებლებდნენ ამ სამკურნალო და თერაპიული თერმული წყლებით. პირველ რიგში კანის, კუნთების და ძვლების დაავადებების განკურნების მიზნით. როგორ ხდება ეს თერმული წყლები? ოდესმე გიფიქრიათ? ... თერმული წყლები უნდა იყოს 20 ° C და ზემოთ, მაგრამ ყველა ცხელი წყალი თერმულ წყლად არ ითვლება. იგი ასევე უნდა შეიცავდეს სხვადასხვა გაზებს, მარილებს, მინერალებს და რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

გასაკვირი არ არის ანატოლიის თერმული წყაროების მახლობლად მდებარე დასახლების ან საკურორტო ნაგებობის ნახვა. მაგალითად, ანკარის  აიაშის და ჰაიმანას რაიონებში არსებული სპები. ასევე  აფიონქარაჰისარში მდებარე ცხელი წყაროების სპები, რომლებიც 4000 წელია გამოიყენება და იგი ხეთური პერიოდის კვალს ატარებს.

უძველეს აბაზანებში (სპა) ექიმის მითითებით გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა დაბანა, ოფლის დენა და მასაჟი. ამ პერიოდში აბაზანები ძირითადად გამოიყენება წელის, გულმკერდის, თავის ტკივილის, სასუნთქი გზების, სახსრების, კანის დაავადებების და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ.

ანატოლიაში ალიანოია  არის პირველი უძველესი საკურორტო ქალაქი, სადაც პირველი აბაზანები გვხვდება, რომლებსაც სამკურნალოდ იყენებდნენ. აქ არსებული ე.წ.  ჯანმრთელობის ცენტრი გოგირდოვანია და იგი, 45 ° C წყლით გამოირჩევა.


საკვანძო სიტყვები: #სპა , #წყალი და კაცობრიობა

მსგავსი ინფორმაციები