იცით თუ არა, რომ? 02/2021

საბიბლიოთეკო საქმიანობა თურქეთში

1560993
იცით თუ არა, რომ? 02/2021

იცით თუ არა, რომ? 02/2021

საბიბლიოთეკო საქმიანობა თურქეთში

იცით თუ არა, რომ თურქეთში საბიბლიოთეკო საქმიანობის 900-წლიანი ტრადიცია არსებობს?

თურქეთში საბიბლიოთეკო საქმიანობას 900-წლიანი წარსული გააჩნია. ანატოლიაში პირველი ბიბლიოთეკები შეიქმნა სელჩუკების პირველი სამთავროების დროს და განვითარდა ოსმალეთის პერიოდში. ბიბლიოთეკები ოსმალეთის იმპერიის ადრეულ პერიოდებში; შედიოდა ისეთ ინსტიტუტებში, როგორებიცაა მეჩეთები, მავზოლეუმები და  მედრესეები. მოგვიანებით, ბიბლიოთეკები ცალკეულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ.

1884 წელს ჩამოყალიბებული  ბეიზეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ეს არის თურქეთის პირველი კორპორატიული ბიბლიოთეკა. როდესაც ეს ბიბლიოთეკა პირველად დაარსდა, თაროებზე მხოლოდ ოსმალეთის იმპერიის აღმწერი ისტორიკოსის მუსტაფა ნაიმას ნაწარმოები  სახელწოდებით „ნაიმას ისტორია“ (Naima Tarihi) იდო. დროთა განმავლობაში, შეგროვებული და შესყიდული წიგნებით ბიბლიოთეკა მდიდარ ინფორმაციულ ბანკად გადაიქცა. 1934 წელს ათათურქის თხოვნით ამოქმედებული კანონით, „ნაბეჭდი ხელნაწერების შეგროვებისა და შედგენის შესახებ“, ბიბლიოთეკის რესურსები მნიშვნელოვნად გაზარდა. დღეისათვის კი ბეიაზეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, მილიონზე მეტი დოკუმენტით, ისტორიკოსების უცვლელი გაჩერების ადგილია.


საკვანძო სიტყვები: #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები