იცით თუ არა, რომ 53/2020

წმინდა ნიკოლოზის (სანტა კლაუსის) ეკლესია

1552778
იცით თუ არა, რომ 53/2020

იცით თუ არა, რომ 53/2020

წმინდა ნიკოლოზის (სანტა კლაუსის) ეკლესია

იცით თუ არა, რომ ანტალიის  დემრეში წმინდა ნიკოლოზის სახელობის  ეკლესია არის, რომელიც მთელ მსოფლიოში სანტა კლაუსის სახელით არის ცნობილი?

წმინდა ნიკოლოზი III საუკუნის მეორე ნახევარში პატარაში დაიბადა. იგი ეპისკოპოსად მსახურობდა მირაში, დღევანდელი სახელი დემრეა. წმინდა ნიკოლოზი, ევროპის მრავალი ქვეყნის, განსაკუთრებით რუსეთის იმპერიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი,  ამერიკაშიც ძალიან უყვარდათ, უფრო მეტიც ნიუ-იორკის დამცველ ერთ-ერთ წმინდანდაც ითვლებოდა.

წმინდა ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ, მირას მოსახლეობამ მის სახელზე  ეკლესია ააშენეს რა,  აქ მისი სარკოფაგი განათავსეს. ეკლესია, რომელიც თავისი არქიტექტურითა და სტილით ცენტრალური ბიზანტიური პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია, აქვს სხვადასხვა პერიოდის კვალი.  იგი რამდენჯერმე  შეკეთდა, რესტავრაცია ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ნიკოლოზის სახელით აშენდა ათასობით ეკლესია, რომელიც ღარიბთა და ობოლთა უდიდეს მფარველად ითვლება, დემრეში, სანტა კლაუსის ეკლესიის სახელით არის ცნობილი და თავისი ისტორიით უნიკალური ადგილი უჭირავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნული ლაშქრობების დროს აქ ჩამოსულმა ზოგიერთმა ვაჭარმა მოიპარა მისი  ძვლები და წაიღო ბარში, დარჩენილი ძვლები დღემდე დაცულია დემრეს მუზეუმში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად,  სანტა კლაუსის ეკლესიასთან დაკავშირებული მრავალი ღირებული ნიმუშები აღმოაჩინეს, რომლებიც დღეს მუზეუმად გამოყენებულ ყოფილ ეკლესიაშია გამოფენილი და მსურველებს მისი ნახვა აქ შეუძლიათ.



მსგავსი ინფორმაციები