„წყალი და კაცობრიობა“ 16
პამფილია
„წყალი და კაცობრიობა“ 16/2020
ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ
ხართ თუ, არა დაინტერესებული უძველესი დროით ან უძველესი ქალაქებით? ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები და რასთან ჰქონდათ საქმე იმ პერიოდში? მათ ქონდათ ჩვენი მსგავსი საჭიროებები, როგორიცაა თავშესაფარი, წყალი და რწმენა? გიფიქრიათ ოდესმე, განსხვავდება თუ არა მათი შეშფოთება მთავრობის, ვაჭრობისა თუ ხელოვნების შესახებ, ჩვენგან? დღეს, ჩვენ აღვწერთ ანატოლიის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონს, რომელიც ცნობილია როგორც „ყველა ტომის სამშობლო“, რადგან ეს არის რეგიონი, სადაც ყველა ერის ადამიანი ცხოვრობდა კეთილდღეობაში: პამფილია!
დღემდე მრავალი ქალაქები დაარსდა და განადგურდა. ამ მიწებმა (ანატოლია) ათობით ტომი და ცივილიზაცია დაინახა და მოესწრო... პამფილია გახლდათ რეგიონი, სადაც მრავალი ცივილიზაცია ცხოვრობდა. თუ დღევანდელი დღის მიხედვით აღვწერთ მას, პამფილია არის რეგიონი, რომელიც მოიცავს ანტალიის პროვინციას და ვრცელდება ალანიამდე. პამფილიის რეგიონი შედგება ნაყოფიერ მიწებზე აშენებული ქალაქებისგან, უხვი ნაკადულებითა და მცირე ნაკადებით. ცნობილი გეოგრაფის სტრაბონისგან, ჩვენ ვსწავლობთ, რომ პამფილია არის ის ადგილი, სადაც დასახლდნენ მეთაურები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ და მონაწილეობდნენ ტროას ომში, ამიტომ, რეგიონს უწოდებენ „ყველა ტომთა სამშობლოს.“
პამფილიის დღემდე მოღწეული ქაალქები პერგესი, სიდესი, ასპენდოსი და ატალეიასი ანუ დღევანდელი ანტალია გახლავთ... პამფილია არის რეგიონი, რომელიც ომებისა და შემოსევების გამო ხშირად განიცდიდა მიგრაციას. იმის გამო, რომ მათ, ვისაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობის დამყარება სურდათ, ჯერ პამფილია უნდა აეღოთ. ამიტომ ალექსანდრე მაკედონელსა და რომის იმპერატორებს რეგიონის ხელში ჩაგდება სურთ, ისინი ბევრ შეტევას ახორციელებენ და ამით ისინი განსაზღვრავენ არა მხოლოდ პამფილიას, არამედ მთელი ანატოლიის ბედს.
პამფილიის რაიონისათვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალაქებს სიდეს და პერგეს. ორივე ქალაქი საკმარისად მნიშვნელოვანი იყო იმ დროისთვის ერთმანეთთან კონკურენციისთვის. დიდი ალბათობით, ორივე მათგანი რეგიონის დედაქალაქები იყო, მაგრამ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სიდე, სხვები კი პერგეს მოიხსენიებენ დედაქალაქად. მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა, ისინი დედაქალაქები, ორივე ქალაქი ძვირფასია ერთმანეთისთვის, მათი შესანიშნავი შენობებითა და ისტორიით, რადგან ისინი აშკარად წარმოაჩენენ წარსულს.
პერგეს სახელი ხეთურ ლურსმნულ დამწერობაში „პარჰას“ სახელითაა ცნობილი. ეს იმის დასტურია, რომ ქალაქის ისტორია იონიის კოლონიებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. პერგე არის ქალაქი, რომელიც შეიქმნა და დასახლდა ურბანული დაგეგმარების პრინციპების შესაბამისად. იგი ასევე არის ანატოლიის ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული ქალაქი ... პერგე არის „წყლის ქალაქი“, სადაც ინტენსიურად იყენებენ წყალს თავისი მონუმენტური შადრევნებით, აბანოებით და ღია წყლის არხებით კოლონატირებულ ქუჩაზე! რა თქმა უნდა, აქ არა მხოლოდ წყლის სტრუქტურებია, არამედ ყველა საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომლებიც პერგის უძველეს ქალაქში უნდა იყოს. ეს არის განსაცვიფრებელი ქალაქი თავისი დიდი სპორტული კომპლექსით გიმნაზიით, ქალაქის მოედნით და მონუმენტური თეატრით.
ქალაქ პერგეს ძალიან განსხვავებული შესასვლელი აქვს თავისი დროის ქალაქებისგან. მისი ცირკულარული კოშკები და ოვალური ეზო კოშკებთან თავსებადია, ანატოლიის სხვა უძველეს ქალაქებისგან განსხვავებით... კოშკები იპყრობენ ყურადღებას იმით, რომ აშენებულია ნაღმტყორცნების გარეშე.
ქალაქის შესასვლელის 480 მეტრიანი სვეტი მთავარ ქუჩას გაჰყურებს, რომელიც ამ მონუმენტური შესასვლელიდან იწყება და გორაზე ციხესიმაგრემდე გრძელდება. ეს ანატოლიაში ანტიკური სამყაროდან მოყოლებული ყველაზე ბრწყინვალე გზაა. მათ, ვინც ყურადღებით ათვალიერებს ამ 22 მეტრის სიგანის გზას, ნახავს ბორბლების ნიშნებს, რომლებიც ასობით წლით თარიღდება. პერგე უნიკალური ქალაქია თავისი ბრწყინვალე სვეტებით, ორივე მხრიდან მოზაიკით დაფარული ქუჩით და შუაში განთავსებული 2-მეტრიანი წყლის არხით.
ქალაქში პირველი წყლის ფართო მასშტაბიანი რესურსები რომაელების პერიოდში გვხვდება. რომაელებს ჰქონდათ თანამედროვე საინჟინრო ცოდნა ქალაქების წყალმომარაგების, წყლის გადაცემისა და განაწილების შესახებ.
ქალაქ პერგეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში აშენებული აბანოები ერთგვარ მონუმენტურ და ბრწყინვალე წყლის სტრუქტურებს შორისაა, რომლებიც დღემდე გადარჩა ყველაზე გამძლე ფორმით... განსაკუთრებით სამხრეთ აბანოში, მრავალი შთამბეჭდავი ქანდაკება იქნა ნაპოვნი.
მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიკური ქალაქი პრაგე არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაატაროთ მომხიბლავი მოგზაურობა თავისი თეატრით, სტადიონით, მონუმენტური შადრევნებით და აბანოებით, რომლებიც უძველესი დროიდან დღემდე საუკეთესოდ შემოგვრჩა.
მომავალ პროგრამაზე შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.