28 ნოემბერი ისტორიაში

28 ნოემბერი ისტორიაში

1535810
28 ნოემბერი ისტორიაში

28 ნოემბერი ისტორიაში

 

1938 წლის 28 ნოემბერს, 10 ნოემბერს გარდაცვლილი თურქეთის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის პირადი ანდერძი გახსნეს. ათათურქმა ანდერძით ახლობლებისთვის, თურქული ენისა და თურქეთის ისტორიის ორგანიზაციებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის პირობით მთელი ქონება რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) დაუტოვა.

 

 

1943 წლის 28 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი, ინგლისის პრემიერი ჩერჩილი და სსრკ-ს ლიდერი სტალინი ერთმანეთს თეირანის სამიტზე შეხვდნენ. სამ დღიან სამიტზე აშკარა გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეებს შორის წარმოქმნილი აზრთა სხვაობა.

 

1979 წლის 28 ნოემბერს რომის პაპი იოანე პავლე მეორე გახდა პირველი პაპი, რომელიც თურქეთში ჩავიდა და დედაქალაქ ანკარას ეწვია. 27 წლის შემდეგ იმავე დღეს პაპი ბენედიქტ მე -16 პრეზიდენტ აჰმედ ნეჯდეთ სეზერის ოფიციალური სტუმრის სტატუსით თურქეთში ჩავიდა.

 

2002 წლის 28 ნოემბერს 87 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა დიდი თურქი პოეტი, მიმდინარეობა „გარიპის“ ერთ -ერთი წინამძღოლი, მელიჰ ჯევდეთ ანდაი.  

 

 

 


საკვანძო სიტყვები: #28 ნოემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები