იცით თუ არა, რომ? 48/2020

„ათათურქი და სპორტი“

1532564
იცით თუ არა, რომ? 48/2020

იცით თუ არა, რომ? 48/2020

„ათათურქი და სპორტი“

იცით თუ არა, რომ მუსტაფა ქემალ ათათურქი გახლდათ პირველი სახელმწიფო მოღვაწე მსოფლიოში, რომელმაც ფიზიკური აღზრდა სავალდებულო გახადა ქვეყანაში?

ათათურქი არის პირველი სახელმწიფო მოღვაწე მსოფლიოში, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სპორტს, სპორტსმენებს და სპორტულ კლუბებს. მან ქვეყანაში ფიზიკური აღზრდა სავალდებულო გახადა. „ჯანმრთელი გონება ჯანმრთელ სხეულში მოიპოვება“ გამონათქვამიც, სწორედ ამაზე მიუთითებს. მას დიდად აინტერესებდა ჭიდაობა, ფეხბურთი, წყლის სპორტი, ნიჩბოსნობა, ცურვა, ჭენაობა, ავიაცია, სკაუტური და სროლა. იგი,  ამ სპორტის ფედერაციების შექმნის წინამძღოლი იყო.

ათათურქის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე დღეში, ფრანგულმა გაზეთმა „L'Auto“-მ, რომელიც  იმ დროის ყველაზე პოპულარული ყოველდღიური სპორტული გაზეთი იყო, ათათურქის, სპორტის მიმართ დამოკიდებულებაზე სტატია მოამზადა. სტატიაში ათათურქის სპორტისადმი დამოკიდებულება ამ წინადადებებითაა აღწერილი:

„იგი გახლდათ სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც  მსოფლიოში პირველად ფიზიკური აღზრდა სავალდებულო გახადა ქვეყანაში. მან ეს პირადად გააკეთა. მან ააშენებინა  სტადიონები და სხვადასხვა სპორტული ცენტრები. სწორედ მისი მეშვეობით დაიწყო თურქეთში სპორტმა  აღზევება.“


საკვანძო სიტყვები: #სპორტი , #ათათურქი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები