8 ნოემბერი ისტორიაში

8 ნოემბერი ისტორიაში

1523163
8 ნოემბერი ისტორიაში

 

1793 წლის 8 ნოემბერს პარიზის მსოფლიოში ცნობილი ლუვრის მუზეუმი გაიხსნა. ლუვრი მე-13 საუკუნის დასაწყისში ციხე-სიმაგრედ იქნა აშენებული.

1923 წლის 8 ნოემბერს გერმანიის ბავარიის მხარეში ადოლფ ჰიტლერი და მისი მომხრეები ხელისუფლების დამხობას შეეცადნენ, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. გერმანიის პოლიტიკის ისტორიაში ეს ფაქტი „ლუდხანას გადატრიალების“ სახელით შევიდა, რომლის შემდეგაც ჰიტლერი და მისი მომხრეები დააკავეს. ციხეში ყოფნის დროს დაწერა ჰიტლერმა წიგნი „ჩემი ბრძოლა“. ჰიტლერის ლიდერობით ნაცისტებმა ზუსტად 9 წლის შემდეგ იმავე დღეს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს და 196 მანდატი მოიპოვეს.

2000 წლის 8 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატი ალ გორის და რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის თანაბარი ხმების რაოდენობის მიღებამ ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი გამოიწვია. ორ კანდიდატს შორის ხმების სხვაობა მხოლოდ 537 იყო რის გამო საქმემ ამერიკის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. სასამრთლომ 5 ხმით ოთხის წინააღმდეგ გამარჯვებულად ჯორჯ ბუში გამოაცხადა. 


საკვანძო სიტყვები: #8 ნოემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები