იცით თუ არა, რომ? 45/2020

პირველი თურქი ქალი მფრინავი

1519942
იცით თუ არა, რომ? 45/2020

 

იცით თუ არა, რომ? 45/2020

პირველი თურქი ქალი მფრინავი

იცით თუ არა, რომ თურქეთში პირველად 1933 წელში აიღო ქალმა მფრინავის ლიცენზია?

 

თურქეთის პირველი ქალი მფრინავი, ბედრიე თაჰირ გოქმენია. ბედრიე თაჰირი, რომელმაც საავიაციო განათლების მიღება ვეჯიჰის ფრენის სკოლაში 1932 წელს დაიწყო, ერთის მხრივ სახელმწიფო მოხელის მოვალეობის ასრულებდა, მეორეს მხრივ კი ფრენის შესწავლას აგრძელებდა. საავიაციო აქტიურობის გამო, ის დიდ რეაქციას იწვევდა და მას წინააღმდეგობები ხვდებოდა. ავიაციით დაკავების გამო მას ხელფასს უქვითავდნენ და ბოლოს იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა, მაგრამ ფრენის ოცნებაზე უარი მაინც არ თქვა. თურქეთის პირველმა პარაშუტისტმა და პარაშუტის სკოლის დირექტორმა, აბდურაჰმან თურქქუშუმ, ბედრიე თაჰირს, რომელიც  სპეციალისტი გახდა და ლიცენზია მიიღო, 1933 წელს მეტსახელად „გოქმენი“ შეარქვა. 1934 წელს გვარების კანონის ამოქმედებით ბედრიე თაჰირმა გვარად გოქმენი აიღო.

1934 წელს სტუდენტებს სერთიფიკატის დასამტკიცებლად გამოცდა უნდა ჩებარებინათ, მაგრამ როდესაც საგამოცდო კომისია მივიდა, სკოლის ერთადერთი მოქმედი თვითმფრინავი მწყობრიდან გამოსული დახვდათ და მოკლე დროში სკოლა დაიხურა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მფრინავის პროფესია ოფიციალურად არ იქნა დამტკიცებული, ბედრიე თაჰირ გოქმენმა ავიაციის ისტორიაში თავისი ადგილი დაიკავა, როგორც თურქეთის მფრინავმა ქალმა.



მსგავსი ინფორმაციები