„წყალი და კაცობრიობა“ 6/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 6/2020

1507408
„წყალი და კაცობრიობა“ 6/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 6/2020

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანატოლიაში დასახლებულმა ცივილიზაციებმა მნიშვნელოვანი და უნიკალური კვალი დატოვეს კულტურაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მეცნიერებასა და ტექნიკაში. ამიტომ, ანატოლიის გეოგრაფია ყოველთვის გამოირჩეოდა არქეოლოგიური მემკვიდრეობით. წყლის სტრუქტურები ამ მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა თურქეთია ამ მხარეში, რადგან თითოეული ეს სტრუქტურა ღია ცის ქვეშ მუზეუმს ჰგავს...

ანატოლიაში არსებობს წყლის სტრუქტურები, რომლებიც დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას და მიღებულია, როგორც უნივერსალური კულტურული მემკვიდრეობა. კარგით, შეგიძლიათ გამოიცნოთ რომელია ამ მიწის უძველესი ნაგებობა და რამდენი წლისაა ის? ... ეს კაშხალია და მას 3000 წლის ისტორია აქვს!

იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი ისტორიის სცენაზე იკავებს ადგილს, მას ეშინოდა იმის, რაც არ იცოდა ან ვერ ხსნიდა. მაგრამ, ადამიანმა დროულად ისწავლა ამ აუხსნელ და ზოგჯერ კიდე უხილავთა მოქმედება და საჭიროებისამებრ მისგან თავის დაცვაც. მსგავსი პროცესი განიცადა წყალთან ურთიერთობის დროსაც ... მიუხედავად იმისა, რომ წყალი შეუცვლელი რესურსია, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს, ხალხი მას ერიდებოდა, რადგან მან განადგურება გამოიწვია წყალდიდობის  ან კიდევ  გვალვის ფორმით...

იმ პერიოდში ადამიანებმა ტაძრების გვერდით ააგეს წმინდა აუზები, რადგან ისინი ასრულებდნენ სისუფთავის რიტუალებს წყლით,  ღმერთების წინაშე გასვლის წინ. ხეთებმა, რომლებიც აშენებდნენ კაშხლებს, წყლის აუზებს, მონუმენტურ წყლის სამუშაოებს, ამით გაჩნდა ანატოლიის პირველი წყლის სტრუქტურები.

ანატოლიის ყველაზე ძველი ცნობილი სახელია „ხეთების სახწლმწიფო“ ... ამ მიწების პირველი ცივილიზაციის სახელი, რომლის კვალიც ხეთებამდე მიდის, ითვლება ჰატის პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად. იგი კვლავ მნიშვნელოვანია ხეთების დროს და მოხსენიებულია ლურსმულ ფირფიტებში, როგორც წყარო, რომელიც განთქმულია წყაროებით და მდინარეებით.

იმ გეოგრაფიაში, სადაც ხეთელები დასახლდნენ, კლიმატი მკაცრი იყო და ნიადაგები არ იყო ნაყოფიერი, რადგან მორწყვა შეუძლებელი იყო. ის ფაქტი, რომ  ლურსმნულ დამწერლობებში მრავლადაა ლოცვები წვიმებისა და გვალვების შესახებ,  გვიჩვენებს, რომ ამ ცივილიზაციას წყლის პრობლემა აქვს. ამიტომ, ხეთებს უწევდათ რეგიონისა და მათ კლიმატური პირობების შესაფერისი სისტემების შემუშავება. მათ შეიმუშავეს სისტემა, რომელიც დაფუძნებულია წვიმაზე და ხელოვნურ მორწყვაზე, როგორც მათი ყოველდღიური ცხოვრებისათვის, გვალვის პერიოდში და გვალვის შემდეგ შიმშილობის კატასტროფის გათვალისწინებით. მათ ასევე ააშენეს კაშხლები, გუბურები, ცისტერნები და არხები მიწის მორწყვის, ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და შესაძლო დატბორვის გასაკონტროლებლად.

ამრიგად, ხეთებმა ალაჩაჰიუკში ააშენეს ანატოლიის ერთ-ერთი პირველი კაშხალი; ცნობილია, რომ ეს კაშხალი ხეთურმა მეფეებმა ააშენეს ანატოლიაში დიდი გვალვის შემდეგ. ალაჩაჰიუკის ხეთური კაშხალი არა მხოლოდ პირველი კაშხალია ანატოლიაში, არამედ მსოფლიოში, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. კაშხალი კლდეების მოჩუქურთმებით შეიქმნა და მას აქვს ჭარბი წყლის გადინების მექანიზმები. კაშხალში დაგროვილი წყალი გამოიყენებოდა  სოფლის მეურნეობაში, სასმელი წყლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რელიგიური მიზნებისთვის.

ხეთები ასევე როდესა სხვა ქალაქებში სახლდებოდნენ, იქაც აშენებდნენ კაშხლებს. ამ კაშხლების ადგილმდებარეობის არჩევანი განსხვავდებოდა წყლის საჭიროების ან ზედაპირის ფორმების შესაბამისად; იგი აშენდა ვაკეზე აუზების და მაღალ გორაკებზე ტერასების სახით. თუ დავაკვირდებით კაისერში, კონიაში, სივასში და ჩორუმში აშენებულ კაშხლებს დავინახავთ, რომ ისინი მათემატიკასა და ინჟინერიაში  ძალიან წინ იყვნენ. 

რა თქმა უნდა, ხეთებს მხოლოდ კაშხლები არ აუშენებიათ... კლდეებში გამოკვეთილი ცისტერნების წყალობით, ისინი უზრუნველყოფდნენ წვიმის წყლის შეგროვებას. გარდა ამისა, ხეთებმა ააშენეს ავზები და წყლის საცავები წყლის შესანახად. მათ ამ რეზერვუარებიდან და აუზებიდან აღებული წყალი სახლებში მიიტანეს ტერაკოტისგან დამზადებული მილებით.   ხეთები ასევე ადგენენ წესებს, როგორიცაა წყალთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურის გაწმენდა წელიწადში ერთხელ მაინც და მათი დაცვა ჭუჭყისაგან და დასჯა მათთვის, ვინც სარწყავ სისტემებს აზიანებს. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი დაახლოებით 3000 წლის წინ მოხდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, თუ რატომ იყვნენ ხეთები ასე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ანატოლიისთვის, არამედ მსოფლიო ისტორიისა და ცივილიზაციისთვის ...


საკვანძო სიტყვები: #„წყალი და კაცობრიობა“ 6

მსგავსი ინფორმაციები