„წყალი და კაცობრიობა“ 4/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 4/2020

1498415
„წყალი და კაცობრიობა“ 4/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 4/2020

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ისინი, ვინც თვალყურს ადევნებენ კაცობრიობის ისტორიის ეტაპებს, აცნობიერებენ, რომ ამ პროცესში წყალმა საოცრად დიდი როლი ითამაშა. რადგან წყალი არა მხოლოდ რესურსია, რომელზეც ჩვენი ცხოვრებაა დამოკიდებული, არამედ ცივილიზაციის მთელი ისტორია.

გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა მესოპოტამიის ცივილიზაციაში, რომელიც მოიცავდა ანატოლიის გეოგრაფიას. მესოპოტამიის ცივილიზაციისათვის ნიადაგი,  ქალღმერთად; წყალი კი  მამა ღმერთად ითვლებოდა. დედამიწა მშობი, ხოლო წყალი სულის ჩამდგმელია ... ამიტომ, ისინი მათ მიწასა და წყალს  ღმერთებად თვლიდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ კიდეც ... მათი გადარჩენა დამოკიდებულია მიწაზე და წყალზე. მათი ძირითადი მიზანი იყო კვება და თავშესაფარი ... მათ, ისიც კარგად იცოდნენ, რომ საუკუნეების შემდეგაც კი არ დაკარგავდა ეს ორი ელემენტი თავის მნიშვნელობას და ფუნქციას.

ცივილიზაცია ათასობით წლის განმავლობაში ვითარდება წინა ცივილიზაციის კვალდაკვალ. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა განადგურდა, მაინც  აგრძელებს გავლენას სხვა ცივილიზაციებსა და კულტურებზე. ცივილიზაციები და სახელმწიფოები ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა იმ ნაყოფიერ მიწებზე, როგორიცაა მესოპოტამია. მესოპოტამიის ცივილიზაციაში ყველაზე დიდი ადგილი შუმერებს უჭირავთ, რომლების შთამომავლებიც აქადელები გახლავთ. მათ თავიანთი ადგილი დაიკავეს ისტორიის სცენაზე. ისინი მეომარი ასურელი და ბაბილონური ხალხის წინაპრები გახლავთ.

ამიტომ, აქადები ცნობილია როგორც სახელმწიფო, რომელმაც დაარსა პირველი ცენტრალური სამეფო ისტორიაში. აქადელებმა შექმნეს ისტორიაში პირველი რეგულარული არმია და ისტორიაში ცნობილები არიან როგორც პირველი  იმპერის დამაარსებელნი.

აქადელები  ასევე აცნობიერებდნენ  მდინარეების მნიშვნელობას ვაჭრობაში; მათ კარგად იცოდნენ, რომ მდინარე ევფრატი არის ტრანსპორტირების მთავარი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს სპარსეთის ყურეში ვაჭრობას. ვაჭრობით გამდიდრების ნაცვლად, ისინი განსხვავებულ მეთოდს იყენებენ, თავს ესხმოდნენ მდინარის პირას მდებარე დასახლებებს და საკუთარ ტერიტორიებს აფართოევებდნენ.  ამრიგად, მათ ასევე იცოდნენ, რომ ანატოლია მდიდარია მინერალებით და ექსპედიციებს იწყებენ ამ რეგიონში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად,  მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეს მეომარი ხალხი იპყრობს ამანოსის  და კუროს მთებს, რომლებსაც ისინი ვერცხლის მთებს უწოდებენ. 

დღეისათვის ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად ქცეული კომპიუტერი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იმ პერიოდში მის ფუნქციას აბაკუსი ასრულებდა!

ფერადი მძივების აბაკუსი ალბათ ის იარაღია, რომელსაც უმეტესობა ბავშვობაში სათამაშოდ მიიჩნევს და უნებლიეთ გვაცნობს მათემატიკას. აბაკუსი მოძრავი ნაწილებით ითვლება პირველ კალკულატორად. როგორ ფიქრობთ, რატომ დავიწყეთ ლაპარაკი აბაკუსზე? რადგან დროა ვისაუბროთ ცივილიზაციაზე, რომელმაც პირველად იპოვა და გამოიყენა აბაკუსი. სწორედ ბაბილონელებმა მოიგონეს აბაკუსი ... აბაკუსს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ვაჭრობაში საზოგადოებებთან, რომლებმაც არ იცოდნენ დათვლა და ამ მნიშვნელობას საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდნენ. უფრო მეტიც, ამ უბრალო, მაგრამ ფუნქციურმა ინსტრუმენტმა ითამაშა თავისი როლი „ნულის“ კონცეფციის შემუშავებაში, რომელსაც უდავო მნიშვნელობა აქვს მათემატიკაში. რა თქმა უნდა, ბაბილონელები ამ დროს ფერადი მძივების ნაცვლად იყენებდნენ ქვის, ლობიოს ან ტალახისგან დამზადებულ მძივებს, შემდეგ კი ჩინელების მიერ განვითარებულ აბაკუსს.

 

ვინ არიან ბაბილონელნი, განა მათ მხოლოდ აბაკუსი დაუტოვეს კაცობრიობას? აქადების შემდეგ ისინი რეგიონში აქტიური კიდევ ერთი უძველესი ცივილიზაცია იყვნენ. სახელი ბაბილონი, რომელიც წარმოადგენს სიტყვებს „Bab“ და „ilu“-ს, ნიშნავს „ღმერთის კარიბჭეს“. შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს კაცობრიობაში მათი წვლილის შესახებ, რადგან ბაბილონელების წინაშე ნამდვილად ბევრი რამ გვაქვს,  გადავხედოთ ამ ცივილიზაციას და რა დაგვიტოვეს მათ ჩვენ...

„3,14“-ის რიცხვების ნაცვლად, რომელიც ჩვენ ვიცით, როგორც „პი“, ისინი იყენებდნენ „3,12“-ს, რაც ძალიან ახლოს არის ამ რიცხვთან.  ეს კი  მათემატიკოსების მიერ გასაკვირად მიიჩნევა ამ პერიოდისთვის. ისინი მუშაობდნენ სარწყავ სისტემებზე და ამზადებდნენ აპარატებს, რომლითაც  წყალს ამაღლებენ მათ მიერ შემუშავებული ახალი მეთოდებით.

  მიღებულია, რომ ბაბილონელებმა, რომლებმაც შეიმუშავეს შუმერებისგან მემკვიდრეობით მიღებული ინფორმაცია, შექმნეს რუქები, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები გამოჩნდნენ და ამ რუქების დათვალიერებისას პირველი მცდელობა გააკეთეს მომავლისა და ასე  ჩაუყარეს ასტროლოგიას  საფუძველი.

ალბათ ყველას მიაჩნია, რომ  ისტორიაში ცნობილი პირველი დაწერილი კანონები, ხამურაბის  კანონებია.   სინამდვილეში, შუმერებმა შექმნეს პირველი წერილობითი კანონები; ბაბილონური ცივილიზაცია, რომელიც შუმერების შემდეგ შეიქმნა, ქმნის ახალ წესებს ისტორიაში. მათ შექმნეს  „პირველ კონსტიტუცია“, რომელიც 282 მუხლისგან შედგება. ბაბილონის მეფე ხამურაბი უზრუნველყოფდა  თავისი ქვეყნის ერთიანობასა და წესრიგს ამ მკაცრი კანონებით, რომელსაც „კესასას შურისძიება“ უწოდეს. ლურსმნული დამწერლობით დაწერილი კანონები დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლის ქვაზე იყო განთავსებული.

როდესაც საქმე ბაბილონს ეხება, აღარაფერი ვთქვათ ბაბილონის დაკიდებულ ბაღებსა და ბაბილის კოშკზე რომლებიც მსოფლიოს  შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ გათხრების შედეგად მნიშვნელოვანი აღმოჩენები იქნა მოპოვებული, მისი ზუსტი ადგილმდებარეობა დღესაც არ არის ცნობილი. ამ გათხრებისას ფიქრობენ, რომ ბაღები ფენიანია და ისინი მდინარედან წყალს იღებენ დახრილი არხებით, ბაღები რომ მორწყონ. იმ პერიოდის წერილობითი წყაროებიდან ვიგებთ, რომ არსებობდა დედამიწის დიდი ორმოები, სადაც ბაღები მაღალ ბოძებზე იყო განლაგებული და ამით მსხვილი მცენარეებისა და ხეების მოშენება ხდებოდა. იმავე წყაროებში ასევე ნათქვამია, რომ მდინარე ევფრატიდან წყალს ამოტუმბვის მეთოდით აჰყავდათ ზედა ბაღებში, რომლებიც  შედგებოდა  გუმბათებისა და სვეტებისგან.

ბაბილონთა ღმერთმა ამ ბრწყინვალე ბაღში კოშკიც ააშენა, რომელიც  სპარსელთა შემოსევის დროს განადგურდა. შემდეგ პერიოდში, როდესაც ალექსანდრე დიდი ბაბილონში ჩავიდა, იგი აღტაცებული იყო კოშკის დანგრეული მდგომარეობითაც კი და ათასობით ადამიანი დასაქმდა მის შესაკეთებლად. ჩვენ არ ვიცით, კოშკი, რომელზეც ვსაუბრობთ, იგივე კოშკია, რაც სამი ღვთიურ რელიგიის წიგნებშია ნახსენები, მაგრამ ეს კოშკი სხვადასხვა გზით პოულობს ადგილს როგორც თორაში, ისე ბიბლიასა და ყურანში. სიუჟეტი შემდეგში მდგომარეობს: ხალხი გადაწყვეტს კოშკის აშენებას, რომელიც ზეცამდე მიაღწევს ღმერთთან მისასვლელად ... ეს გადაწყვეტილება აღაშფოთებს ღმერთს და სჯის მათ. სასჯელი  კი  კოშკის მშენებლობაში მომუშავე თითოეულ ადამიანს განსხვავებული ენა აძლევს. ამრიგად, ადამიანებს შორის კომუნიკაციის შეწყვეტით, ღმერთმა დაასრულა კოშკის მშენებლობა. ისინი, ვინც კოშკის კონსტრუქციაში მუშაობენ, გაფანტული არიან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, იმ იმედით, რომ იპოვნიან სხვა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ და ასე ვრცელდება მთელ მსოფლიოში სასაუბრო ენები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლეგენდაა, ბაბელის კოშკს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმაში, რომ ის აჩვენებს ხალხის ამპარტავნებას და ცნობისმოყვარეობას.


საკვანძო სიტყვები: #„წყალი და კაცობრიობა“ 4

მსგავსი ინფორმაციები