აქტუალური თემის ანალიზი 32/2020

ნავთობის შეთანხმება აშშ-YPG შორის

1468644
აქტუალური თემის ანალიზი 32/2020

აქტუალური თემის ანალიზი 32/2020   

ნავთობის შეთანხმება აშშ-YPG შორის

სირიის  იმ ტერიტორიაზე,  რომელიც ქურთული ტერორისტულ ორგანიზაცია YPG/PKK-ს კონტროლ ქვეშ არის, ნავთობის ძიება-წარმოება-რეალიზაციის საკითხში ხსენებულ ორგანიზაციასა და ამერიკულ  კომპანია Delta Crescent Energy-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რამაც ანკარის აღშფოთება და დიდი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. იმის მაგივრად, რომ ტრამპის ბრძანებით ამერიკული ჯარები სირიიდან გასულიყვნენ, პირიქით, ამ შეთანხმების საშუალებით უკვე ამერიკელები სირიაში მუდმივად დარჩენას გეგმავენ, რაც ჯერ ერთი საფრთხეს უქმნის თვით სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორეს მხრივ, თურქეთის  YPG/PKK-ს მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხში არსებულ მრავალ კითხვის ნიშანს, კიდევ ერთ ახალს მატებს. როგორც ჩანს, აშშ-ის ბიუროკრატიამ, სირიაში ნავთობის დაცვის მიზეზით დარჩენის საკითხში ტრამპი დაარწმუნა და ხსენებული შეთანხმებით, ამერიკის ყველაზე დიდი ადგილობრივი პარტნიორი რეგიონში სწორედ ეს ქურთული ტერორისტული ორგანიზაცია გახდება. თემასთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარის ჯან აჯუნის  შეფასებებს გთავაზობთ....

 აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია “Delta Crescent Energy“, რომელიც დაარსდა 2019 წელს, არის პირველი ლიცენზირებული ამერიკული კომპანია, რომელსაც რეგიონში ნავთობის წარმოების ნებართვა მიეცა და მის პარტნიორებს შორის გამოცდილი ამერიკელი ბიუროკრატებიც არიან. გარდა ამისა, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ პარტნიორებს შორის არის ასევე ბრიტანული კომპანია Gulf Sands-ი, რომლის ერთ–ერთი ყოფილი მენეჯერი ჯონ დორიერი, ძალზედ გამოცდილია სირიაში ნავთობის ბურღვაზე.

 სინამდვილეში ცნობილი იყო, რომ მოლაპარაკებები აშშ-ის ამ ლიცენზირებულ კომპანიასა და YPG-ს შორის, გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისიც ცნობილია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წარსულშიც მრავალი კომპანიისა და ქვეყნის სახელები იყო მოხსენიებული. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-მა, ამ მხრივ გადამწყვეტი დამოკიდებულება გამოიჩინა. სირიის რეკონსტრუქცია-აღდგენისათვის ფინანსურ წყაროდ თურქეთის მიერ ჩვენებული ნავთობის წყაროები, აშშ-ის დახმარებით ახლა გზას გაუხსნის YPG/PKK-ს თვითგადარჩენას. ოფიციალურმა ანკარამ არ დამალა რა თავისი შეშფოთება და უკმაყოფილება საკითხის მიმართ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პირით განაცხადა; “PKK/YPG-ს ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ამ ნაბიჯით, ე.ი. სირიელი ხალხის ბუნებრივი რესურსების მიტაცებით, მკაფიოდ გამოხატა თავისი ამბიცია და წინსვლა რეგიონში, როცა ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, მთლიანად სირიელ ხალხს მიეკუთვნება. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ აშშ-ი მხარს უჭერს ამ ნაბიჯს, რომელიც ერთის მხრივ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და კანონს, მეორეს მხრივ საფრთხეს უქმნის სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთიანობას და სუვერენიტეტს და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ტერორიზმის დაფინანსებას.''

ახლა ვარაუდობენ, რომ თურქეთმა, რეგიონში მდგომარეობის შეცვლის მიზნით, შეიძლება ამ ეტაპზე არ გამორიცხოს სამხედრო ზომებიც კი, წერს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი ჯან აჯუნი.  



მსგავსი ინფორმაციები