7 აგვისტო ისტორიაში

7 აგვისტო ისტორიაში

1248936
7 აგვისტო ისტორიაში

 

1807 წლის 7 აგვისტოს პირველმა ორთქლმავალმა გემმა მოგზაურობა დაიწყო და ნიუ-იორკსა და ოლბანის შორის 260 კილომეტრი 32 საათში დაფარა.

1876 წლის 7 აგვისტოს დაიბადა ჰოლანდიელი ჯაშუში მატა ჰარი.

1919 წლის 7 აგვისტოს ერზურუმის კონგრესი წარმომადგენლობითი კომიტეტის არჩევით დასრულდა.

1946 წლის 7 აგვისტოს თურქეთმა უარი განაცხადა სრუტეების სტატუსის თაობაზე

საბჭოთა კავშირის მიერ წამოყენებულ მოთხოვნაზე.

1964 წლის 7 აგვისტოს ვიეტნამის ომი დაიწყო. აშშ-ს კონგრესმა პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ვიეტნამში სამხედროების გაგზავნის უფლებამოსილება მიანიჭა.

1975 წლის 7 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში დაიბადა ოსკაროსანი მსახიობი შარლიზ ტერონი.

1982 წლის 7 აგვისტოს ტერორგანიზაცია ასალა-ს ორმა მილიტანმა ანკარის ესენბოღას აეროპორტში თავდასხმა მოაწყო. 8 ადამიანი დაიღუპა, 72 კი დაიჭრა. მილიტანებიდან ერთი მოკლეს, მეორე კი დაჭრილი დააკავეს.

1990 წლის 7 აგვისტოს ერაყის მიერ ქუვეითის დაკავების გამო აშშ-მა ოპერაცია „უდაბნოს ფარი“ დაიწყო. თურქეთმა კირკუკ-იუმურთალიქის ნავთობის მილსადენი დაკეტა.

1998 წლის 7 აგვისტოს კენიასა და ტანზანიაში აშშ-ს საელჩოები დაიბომბა, რის შედეგადაც 224 ადამიანი დაიღუპა.

2016 წლის 7 აგვისტოს თურქეთის ისტორიაში ყველაზე დიდი მიტინგი „დემოკრატიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა“ მიტინგი სტამბოლში იენიქაფიში გაიმართა. მიტინგში 5 მილიონი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

 

 



მსგავსი ინფორმაციები