6 აგვისტო  ისტორიაში

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

1248208
6 აგვისტო  ისტორიაში

1682 წლის 6 აგვისტო - ოსმალეთსა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიებს შორის ვენის მეორე ბრძოლა დაიწყო.

1914 წლის 6 აგვისტო - პირველ მსოფლიო ომმა ფართო მასშტაბიანი სახის მიღება დაიწყო. სერბეთმა გერმანიას, ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ კი რუსეთს გამოუცხადა ომი.

1915 წლის 6 აგვისტო - ინგლისის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ჯარებმა ჩანაქკალეს ომში  ხმელეთზე გადაინაცვლეს.

…                            

1924 წლის 6 აგვისტო - ლოზანის ხელშეკრულება ოფიციალურად შევიდა ძალაში.

1926 წლის 6 აგვისტო - ლამანშის სრუტე, რომლის სიგრძეც 33 კილომეტრია, 19 წლის ამერიკელმა სპორტსმენმა გერტრუედ ედერლიმ 14 საათსა და 31 წუთში გადაცურა რა, იგი ამ არხის გადამცურავი პირველი ქალი გახდა.  

1945 წლის 6 აგვისტო - ამერიკამ,   იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდო. ადამიანების წინაშე ისტორიაში პირველად გამოყენებული ამ ბომბით 80 ათასამდე  ადამიანი  დაიღუპა. ამ ბომბის ჩამოგდების შედეგად გავრცელებული რადიაციის შედეგად კი დაღუპულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა.

1946 წლის 6 აგვისტო -  ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი,    სილვესტერ  სტალონე ქალაქ ნიუ-იორკში დაიბადა.

1997 წლის 6 აგვისტო - კორეის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 747 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი გუამის კუნძულზე დაშვების დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 228 ადამიანი დაიღუპა.

 


საკვანძო სიტყვები: #6 აგვისტო , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები