აქტუალური თემის ანალიზი  31/2020

აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბულობა

1463953
აქტუალური თემის ანალიზი  31/2020

აქტუალური თემის ანალიზი  31/2020

აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბულობა

მიმდინარე წლის 12 ივლისს სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანის  თოვუზის რაიონში, სომხური ძალების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის 7 ჯარისკაცი დაიღუპა. მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად ორივე მხარემ განიცადა დანაკარგები. მომხდართან დაკავშირებით კი ურთიერთბრალდებები დღესაც გრძელდება. რეგიონში მიმდინარე მოვლენებს რა თქმა უნდა საერთაშორის საზოგადოებაც გამოეხმაურა.

თემასთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს   უსაფრთხოების კვლევის დირექტორი,  დოცენტ  მურათ იეშილთაშის შეფასებას გთავაზობთ...

1992 წელს სომხურმა ძალებმა მათი მხარდამჭერებით, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ 7 რაიონის ჩათვლით აზერბაიჯანის 20%-ის ოკუპაცია მოახდინეს. მილიონობით აზერბაიჯანელი იძულებული გახდა საკუთარი მიწა-წყალი მიეტოვებინა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იძულებით მიგრაციაში წასულიყო. ამ ფაქტს რა თქმა უნდა ასევე მრავალი აზერბაიჯანელის სიცოცხლეც შეეწირა.

1994 წელს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი. მაგრამ, 2016 წლის აპრილში ოთხ დღიანი დაპირისპირების შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა. 2018 წლის დასაწყისში კი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელი გუნუტის ასაღებად ოპერაცია ჩაატარეს. რეგიონში 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ,  ზემოთ ხსენებული ფაქტების გარდა სხვა დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.

თოვუზის რაიონში განხორციელებული თავდასხმა კი სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი დაძაბულობის ნიშანია. ეს დაპირისპირება არა მხოლოდ ორ მხარეს შორის შეუთანხმებლობას, არამედ, რუსეთ-ირან და თურქეთს შორის რეგიონში შესაძლო გეოპოლიტიკური კონკურენციის საგნადაც იქცეს. თოვუზის რაიონში განხორციელებული თავდასხმები სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება იქნეს განხილული.

ამ მოვლენების პირველი მიზეზი არის ის, რომ რეგიონალური კონკურენცია  გავრცელდეს კავკასიის ხაზზე. უნდა აღინიშნოს, რომ ორ მხარეს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მომგებიანი მხარე რუსეთი გახლავთ. ეს დაპირისპირება რუსეთის, რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩამოაყალიბა თავისი ძირითადი სტრატეგია სომხეთზე, ის იარაღის უდიდესი მიმწოდებელია როგორც სომხეთისა, ასევე  აზერბაიჯანისთვისაც. რეგიონში მიმდინარე არასტაბილურობა, რუსეთის მხრიდან იარაღის ახალ ბაზრად შეიძლება იქნას მიჩნეული.

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში ჩარევის მსურველი კიდევ ერთი აქტიორი, ირანი გახლავთ. ირანის, სომხეთთან დაახლოება, რომელიც აზერბაიჯანის მთავარ მტრად არის მიჩნეული, რა თქმა უნდა ბაქოს აშფოთებს კიდეც. 1990-იან წლებში მთიანი ყარაბაღის ომის დროს ირანმა,  სომხეთს დაუჭირა მხარი. სომხეთ-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა: „მეგობარ და მეზობელ სომხეთთან ურთიერთობის ყველა სფეროში გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“.

რა თქმა უნდა როგორც ისტორიული ასევე კულტურული თვალსაზრისით თურქეთიც, რეგიონში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ქვეყანა გახლავთ და აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. რუსეთი, კი თურქეთის,  სირიის და ლიბიის მიმართ ყურადღებას სხვაგან გადატანას ცდილობს რა, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხელმეორედ სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობა. მოსკოვ-ერევანს შორის კავშირი კი ამის ნათელი მაგალითია.

ხსენებულ რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის უკან რა თქმა უნდა ეკონომიკური მიზნებიც არსებობს. ნუ დაგვავიწყდება, რომ რეგიონში მრავალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები გადის, მათ შორის „აბრეშუმის გზის“ მაგისტრალი, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენი, „ბაქო-სუფსის“ მილსადენი  და სხვები. ამიტომ ნუ დაგვავიწყდება, რომ  თოვუზის რაიონში განხორციელებული თავდასხმა გეო-ეკონომიკური მიზნით იქნა განხორციელებული.

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ სომხეთ-აზერბაიჯანული დაძაბულობა ახალი რეგიონალური კრიზისის წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საჭიროა მომზადდეს, კონფლიქტის გაღრმავების შესაძლებლობების თავიდან აცილების ყველა პირობა  - წერს  პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს   უსაფრთხოების კვლევის დირექტორი,  დოცენტი  მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები