5 ივნისი ისტორიაში

5 ივნისი ისტორიაში

1212192
5 ივნისი ისტორიაში

5 ივნისი ისტორიაში

1851 წლის 5 ივნისს დაიწყო ამერიკელი მწერლის ჰარიეტ ბიცერ სტოუს რომანის „ბიძია თომას ქოხის“ გაზეთში გამოქვეყნება, რომელიც შემდგომა 23 ენაზე ითარგმნა და რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს.

1964 წლის 5 ივნისს თურქეთის კვიპროსზე სამხედრო ოპერაციის აღსაკვეთად ამერიკის პრეზიდენტმა ჯონსონმა, ისტორიაში „ჯონსონის წერილის“ სახელით ცნობილი მუქარის შემცველი წერილი გააგზავნა თურქეთში. ამ წერილს პრემიერმა ისმეთ ინონუმ შემდეგი წინადადებით უპასუხა: „ახალი მსოფლიო შეიქმნება და თურქეთი ამ მსოფლიოში თავის ადგილს დაიკავებს.“

1971 წლის 5 ივნისს თურქი პოეტი, კინოსა და თეატრის მსახიობი ჯაჰით ირგათი გარდაიცვალა.

1972 წლის 5 ივნისს შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში გამართულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოცხადდა.

1975 წლის 5 ივნისს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის 6 დღიანი ომის შემდეგ დახურული სუეცის არხი 8 წლის შემდეგ გაიხსნა საერთაშორისო საზღვაო მოძრაობისათვის.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #5 ივნისი

მსგავსი ინფორმაციები