აქტუალური თემის ანალიზი  21/2020

მოახლოებული გამარჯვება ლიბიაში

1421697
აქტუალური თემის ანალიზი  21/2020

აქტუალური თემის ანალიზი  21/2020

მოახლოებული გამარჯვება ლიბიაში

ლიბიაში მიმდინარე დიდი ხნის კონფლიქტების შედმეგ, პირველად მდგომარეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის (UMH) სასაგრებლოდ შემობრუნდა რა, ადრე, ხალიფა ხაფთარის კონტროლის ქვეშ მყოფ მრავალ რეგიონზე კონტროლის დამყარება  მოხერხდა.

თემასთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს  საგაერო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის  შეფასებებს გთავაზობთ...

ლიბიაში მიმდინარე მოვლენების ამ თვალსაზრისით ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, თურქეთის, ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის (UMH) სასაგრებლოდ მოქმედება გახლავთ. თურქეთსა და ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობას შორის სამხედრო თანამშრომლობის და საწვრთნელი შეთანხმების შედეგმა, UMH-ს, ტრიპოლში და მისრათაში სამხედრო და საჰაერო თვალსაზრისით კონტროლის დამყარებაში უპირატესობა მიანიჭა.

ხალიფა ხაფთერის ძალებმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ეგვიპტის, საფრანგეთის და რუსეთის მხარდაჭერით ლიბიის მნიშვნელოვან ნაწილებზე კონტროლი დაამყარეს და დედაქალაქ ტრიპოლის ასაღებად მოქმედებაც დაიწყეს.

 თურქეთი, კი 2011 წელიდან მოყოლებული,  ლიბიაში განხორციელებული გადატრიალების შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობას (UMH) უჭერს მხარს. იმ შემთხვევაში თურქეთი, რომ არ ჩერეულიყო ლიბიის საკითხში, ეგვიპტის მსგავსი სამხედრო დიქტატურა უნდა ჩამოეყალიბებინათ. ეს კი როგორც ლიბიელი ხალხის,  ასევე თურქეთის ეროვნულ ინტერესებსაც ეწინააღმდეგებოდა.

UMH-სთან გაფორმებული სამხედრო შეთანხმების შემდეგ, თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები ტრიპოლსა და მისრათაში განლაგდნენ რა, UMH-ს ძალების აღზრდა დაიწყეს. ხაფთარი ძალებს ყველაზე მთავარი პრობლემა, UMH-ს ძალების წინააღმდეგ,  თურქეთის მხარდაჭერით საჰაერო კონტროლის დამყარება დაუხვდათ. ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი, თურქეთის მიერ წარმოებულ, უპილოტო საფრენ აპარატ, „ბაირაქტარ TB2-ს“ მიუძღვის

თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი, „ბაირაქტარ TB2“ როგორც ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ, ასევე სირიაში წარმოებული ოპერაციების დროსაც წარმატებულად იქნა გამოყენებული. თურქეთმა ეს წარმატება ლიბიაშიც გადაიტანა. „ბაირაქტარ TB2-ის“ მეშვეობით არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან ხაფთარის ძალებისთვის შეძენილი რუსული  წარმოების საზენიტო-საარტილერიო სისტემა Pantsir-ები მთლიანად იქნა განადგურებული.

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით UMH-ს ძალებმა ლიბიაში, ტუნისის საზღვრამდის მრავალ სტრატეგიულ რეგიონზე კონტროლის დამყარება შესძლეს. ამან ხაფთარის ძალებს როგორც ფიზიკური, ასევე მორალური მარცხი აწვნიეს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ხალიფა ხაფთარის მხარდამჭერმა არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა კი ახლა, ქვეყანაში არსებული კრიზისი პოლიტიკური გზით მოგვარების აუცილებლობის შემცველი განცხადებების გაკეთებები დაიწყეს. ეს ქვეყნები, ასვე UMH-ს ძალების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკონტროლებულ რეგიონების უკან დაბრუნებასაც ითხოვენ - წერს   პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი.

 

 



მსგავსი ინფორმაციები