იცით თუ არა, რომ? 21/2020

იცით თუ არა, რომ? 21/2020

1419400
იცით თუ არა, რომ? 21/2020

იცით თუ არა, რომ? 21/2020

ადგილები მსოფლიოში, რომლებსაც ათათურქის სახელი ჰქვია

იცოდით რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის ადგილები, რომლებსაც ათათურქის სახელი ჰქვია?

მსოფლიოში პატივსაცემი ლიდერის, ათათურქის მემორიალი თუ ძეგლი ევროპის გარდა ინდოეთიდან მექსიკამდე, იაპონიიდან ტუნისამდე, პერუდან ახალ ზელანდიამდე ბევრ ქვეყანაშია და ბევრ ადგილს მისი სახელი ჰქვია.

ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთში, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მუნიციპალიტეტმა პარკში ქალაქში მცხოვრები ხალხისთვის ათათურქის შესახებ სიტყვების რელიეფი გააკეთა. მემორიალზე წერია: ”თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი, ქვეყნის თავდადებული და ერთგული მსახური, უბადლო გმირი, კაცობრიობის იდეალის ცოცხალი მაგალითი ... მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა თურქ ერს, მის ერს თავისი სული და ცეცხლი მისცა. მისი ხსოვნა ცოცხლობს, როგორც მუდმივი ლამპარი!“  

ისრაელის ქალაქ იეჰუდში მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე არის წარწერა: „მშვიდობა სამშობლოში, მშვიდობა მსოფლიოში“. აქვე ასევე გაკეთებულია წარწერა: „ისრაელის ხალხი, რომელსაც უყვარს თურქი ერი და თურქეთი, შენი ყოველთვის მადლიერი იქნება.“

კუბაში პირველი და ერთადერთი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მოხელის ქანდაკება ათათურქს ეკუთვნის. პირველი ქანდაკების ქვეშ თურქულ და ესპანურ ენებზე წარწერაა: ''თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი - მშვიდობა სამშობლოში, მშვიდობა მსოფლიოსი''. 2011 წელს კუბის მთავრობის წარმომადგენლების თხოვნით მოქანდაკე მეთინ იურდანურის მიერ გაკეთებული მეორე ათათურქის ქანდაკება განთავსებული იქნა დედაქალაქი ჰავანას ერთ – ერთი პოპულარულ ადგილზე, პუერტოს პროსპექტზე მდებარე პარკში.


საკვანძო სიტყვები: #მემორიალი , #ათათურქი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები