აქტუალური თემის ანალიზი 20/2020

კორონა და PKK-ს ტერორი

1418576
აქტუალური თემის ანალიზი 20/2020

აქტუალური თემის ანალიზი 20/2020

კორონა და PKK-ს ტერორი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, დოცენტი მურათ იეშილთაში

 

ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებისთვის ცდილობენ გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა. კორონას ეპიდემია, რომელიც გლობალურ კრიზისად გადაიქცა, სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს ტერორისტულ ორგანიზაციებს. როგორც ჩანს, DEAŞ-მა ერაყში ბოლო თვეების განმავლობაში მოულოდნელად გაზარდა ტერაქტები. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ანალიტიკოსი DEAŞ-ის გაზრდილ ტერორისტულ თავდასხმებს აფასებს როგორც "სტრატეგიის ცვლილების" გაგრძელებას, რომელიც 2019 წლიდან მიმდინარეობს; შეიძლება ითქვას, რომ კორონას ეპიდემიამ DEAŞ-ს საქმე გაუადვილა. DEAŞ-თან ერთად ტერორგანიზაცია PKK-მაც როგორც სირიაში ასევე თურქეთში ბოლო თვეებში ტერაქტები გაახშირა. სირიაში გასულ კვირაში აფრინში სამოქალაქოებზე თავდასხმის შემდეგ, PKK ამ კვირაში თურქეთში დაესხა თავს სამოქალაქოებს და ქალაქ ვანში კორონას გამო მოსახლეობისათვის დახმარების გამწევი ადამიანები ამოიღო სამიზნეში. ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ PKK კორონას ეპიდემიის მიერ გამოწვეული გაურკვევლობით ახალი სტრატეგიით მოგების მიღებას ცდილობს.

 

ტერორისტული ორგანიზაცია PKK მრავალმხრივ სტრატეგიას იყენებს. ამ სტრატეგიებიდან პირველი არის PKK- ს პროპაგანდა ევროპაში ეპიდემიის შესახებ. ევროპის ქვეყნებში არსებულმა PKK-ს განშტოებებმა, ანტი-კორონა კოორდინაციის სახელწოდების ფორმირებით, კორონას ღერძზე, ახალი პროპაგანდისტული ქსელი შექმნეს. ჩანს, რომ ამ ფორმირების სამიზნეა მოხუცები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და თავშესაფრის ბანაკებში მყოფი ადამიანები და აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. ამ კონტექსტში, PKK განსაკუთრებით ევროპაში, კორონას ეპიდემიის გამო ახალი შემოწირულობის კამპანიის სახელით ლოჯისტიკური და ლობისტური საქმიანობისათვის ახალ მატერიალურ რესურსებს უწევს ორგანიზებას. როგორც ჩანს, ამ კამპანიებს ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ევროპის ქალთა ფილიალი (TJK-E) და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობა (KCDK-E) ახორციელებს. კამპანიის ცენტრში კი გერმანიის დედაქალაქი ბერლინია. ამ კონტექსტში, PKK-მ ბერლინში კორონას კამპანიის საწარმოებლად კრიზისული სამუშაო მაგიდა შექმნა.

PKK-ს მეორე სტრატეგია კი პირდაპირი ტერორისტული თავდასხმებია. PKK-მ 2020 წლის იანვრიდან 9 ტერაქტი მოაწყო და მათგან 5 მას შემდეგ, რაც თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ანუ 2020 წლის 10 მარტის შემდეგ. აპრილის თვეში დიარბაქირის ერთ-ერთ სოფელში PKK- ს მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, ამჯერად სამიზნე პირდაპირ სოფლის მცხოვრებლები გახდნენ და ტერაქტის შედეგად 5 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის გარეთ PKK-ს მიერ თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის სამიზნე თურქეთის შეიარაღებული ძალების პერსონალი ჩრდილოეთ ერაყში გახდა. შედეგად 2 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა 25 მარტის და 1 ჯარისკაცი 24 აპრილის თავდასხმების დროს. ჩანს რომ ამ პერიოდში PKK-ს ყველა თავდასხმა პერიფერიებში მოხდა და რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა ქალაქებში მოეწყოთ ტერორისტული თავდასხმები. ამის მთავარი მიზეზი თურქეთის უსაფრთხოების ძალების პერიფერიებში ოპერაციების მაღალი ტემპია. ამგვარად, PKK-ელი ტერორისტები ჩასაფრების ტაქტიკით ახდენენ თავდასხმებს.

ამის საწინააღმდეგოდ თურქეთის უსაფრთხოების ძალები ტერორისტული ორგანიზაციის PKK- ის წინააღმდეგ ოპერაციებს აგრძელებენ. 2020 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციამ (MİT) და თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქეთის სამხრეთით და ერაყის ჩრდილოეთში იანვარში 44, თებერვალში 52, მარტში 54 და აპრილში 71, მთლიანობაში 221 კოორდინირებული ქვეყნის შიდა და საზღვრის მიღმა ოპერაცია ჩაატარეს. ოპერაციების შედეგად, სულ 17 ათას 502 საკომუნიკაციო მოწყობილობა, მსუბუქი იარაღი და სხვა, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 162 ტაქტიკური ტერორისტული ელემენტი გაანეიტრალეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე პოლიციისა და ჟანდარმერიის მიერ ოპერაციები ქვეყნის შიგნით და სასაზღვრო რეგიონებში ”ძებნა-პოვნა-განადგურების” ოპერაციული მიდგომით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩატარებული ოპერაციების შედეგად იანვარში 7 ათას 998 ოპერაციის დროს 45, თებერვალში 5 ათას 584 პერიფერიაში და ქალაქში ჩატარებული 1385 ოპერაციის დროს 86, მარტში პერიფერიაში 7 ათას 119 და ქალაქში 922 ოპერაციის შედეგად 52, აპრილში პერიფერიაში 8 163 და ქალაქში 252 ოპერაციის შედეგად 34 პკკ-ელი ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ბოლო პერიოდში თურქეთის ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გამო მოქმედების უნარი შეუმცირდა, თუმცა იგი ჩანს, რომ გამოსავლის სტრატეგიას ეძებს. ჯერ-ჯერობით არ შეიძლება ითქვას, რომ მან იპოვა შესაძლებლობა, რომელსაც ეძებდა. დადებითი კლიმატური პირობების გამო PKK-ს „ახალ სტრატეგიაზე“ გადასვლა აქვს მიზნად. თუმცა კორონას შემდგომი შესაქმნელი ახალი რეგიონალური პოლიტიკა, ერაყში არსებული ვითარება და სირიაში მიმდინარე კონფლიქტის პირობებში PKK ამ მიზანს ვერ განახორციელებს.

 



მსგავსი ინფორმაციები