აქტუალური თემის ანალიზი 17/2020

ლიბიაში ძალების გადანაწილება

1404051
აქტუალური თემის ანალიზი 17/2020

აქტუალური თემის ანალიზი 17/2020

ლიბიაში ძალების გადანაწილება

ლიბიაში ხანგრძლივი სამოქალაქო ომის შემდეგ, თურქეთის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის (UMH) მიმართ მხარდაჭერამ, ქვეყანაში ძალების ხელახლა გადანაწილება გამოიწვია. UMH-ის ძალებმა, არალეგიტიმური ხალიფა ხაფთარის წინააღმდეგ სერიოზული წინსვლა განახორციელეს. UMH-ის ძალებმა, დასავლეთ ფრონტზე მრავალი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაბრუნება და კონტროლის დამყარება შესძლეს.

თემასთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს  საგაერო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის  შეფასებებს გთავაზობთ...

ლიბიაში, ამბოხებულმა  გენერლმა, ხალიფა ჰაფთარმა  პირველ რიგში არაბთა გაერთიანებული საემიროების, ეგვიპტის, საუდის არაბეთის და საბოლოოდ რუსეთის მხარდაჭერით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის (UMH) წინააღმდეგ ამბოხება  დაიწყო. გენერალმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ტაბრუკში არალეგიტიმური მთავრობა ჩამოაყალიბა. შემდეგ კი, ზოგიერთ მცირე ქალაქებზე კონტროლის დამყარება შესძლო და გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის (UMH) მიერ კონტროლირებად დედაქალაქ ტრიპოლზე და მისრათაზე კონტროლის დამყარებას შეეცადა. ხაფთარი ლიბიის წარმომადგენლის მსგავსად კი არა, არამედ, მისი მხარდამჭერი ქვეყნების ლიბიაში წარმომადგენლის მსგავსად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ UMH-ის ძალები გაერო-ს მიერ არიან აღიარებული, საერთაშორისო არენაზე საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.

თურქეთმა კი ხაფთარის მხარდამჭერი კოალიციის წინააღმდეგ გამოვიდა და გაერო-ს მიერ აღიარებულ მთავრობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. თურქეთმა კარგად გათვალა, სირიის და ეგვიპტის ბედი და მტკიცედ აღნიშნა, რომ ლიბიის ბედის გადაწყვეტა, მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლია. სწორედ ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მაგრამ, ხაფთარის მხრიდან დედაქალაქ ტრიპოლის მიმართ საფრთხის შემქმნელი ქმედებების მატების შემდეგ ანკარამ, გაერო-ს მიერ ლეგიტიმურად აღიარებულ მთავრობასთან სამხედრო მემორანდუმი გააფორმა. ამ მემორანდუმით თურქეთმა, ლიბიაში ტრენინგებისა და კონსულტაციის მიზნით სამხედრო შენაერთები განალაგა, რის  მეშვეობითაც  დედაქალაქ ტრიპოლის და მისრათის საჰაერო სივრცის გაკონტროლება შესძლო. თურქეთის მიერ ლიბიაში „Bayraktar TB2“-ის უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნამ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის მხრიდან გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერამ, ხაფთარის ძალებს და მის მხარდამჭერებს დედაქალაქ ტრიპოლის აღების იმედი გაუცრუა. სევე UMH-ის ძალებმა დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მრავალ სტრატეგიულ რეგიონებზე კონტროლიც დაამყარეს - წერს   პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი.

 



მსგავსი ინფორმაციები