აქტუალური თემის ანალიზი 14/2020

კორონა და საერთაშორისო თანამშრომლობა

1390805
აქტუალური თემის ანალიზი 14/2020

აქტუალური თემის ანალიზი 14/2020

კორონა და საერთაშორისო თანამშრომლობა

პოლიტიკისეკონომიკისადასაზოგადოებისკვლევისფონდის SETA- უსაფრთხოებისკვლევისდირექტორიდოცენტიმურათიეშილთაში

კორონავირუსის ეპიდემია მსოფლიოში ისევ ვრცელდება. ეპიდემიის დასრულებისა და ეტაპების შესახებ არსებობს როგორც ოპტომისტური, ასევე პესიმისტური პროგნოზები. საუკეთსო სცენარით ეპიდემიაზე კონტროლის დამყარება შესაძლებელი იქნება მაისის თვის ბოლოს. ცუდი სცენარი კი საჭიროა ძალიან განსხვავებული განზომილებით განვიხილოთ. მის მიხედვით ეპიდემიაზე კონტროლის დამყარებას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს და ამ ერთი წლის მანძილზე შესაძლოა მეორე ტალღა დაიწყოს. ამასთანავე საკმაოდ ძლიერია იმის შესაძლებლობა, რომ ცუდ სცენარს მრავალმხრივი შედეგები ჰქონდეს. კორონამ გარდა იმისა, რომ ის ზიანს აყენებს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ეკონომიკის მძიმე რეცესია.

 

აშშ, რომელიც გახდა ეპიდემიის ცენტრი, საკმარისია სიტუაციის სიმძიმის გასაგებად. ტრამპის განცხადებით, აშშ-მა მიღებული ზომების წყალობით ხელი შეუშალა 2 მილიონი ადამიანის სიკვდილს. თუმცა ტრამპის მიერ ნახსენები არსებული ციფრები სულაც არ არის სახარბიელო. აშშ ფიქრობს, რომ ეპიდემიის შედეგად შესაძლოა 100-დან 200 ათასამდე ამერიკის მოქალაქე დაიღუპოს.   თავის მხრივ, საკამათოა, რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესში ჩინეთში, რომელიც აცხადებს, რომ ეპიდემიის ეპიცენტრის პოზიციიდან გამოვიდა და გამოჯანმრთელების ეტაპზეა. ბევრი ადამიანი და სპეციალისტი ფიქრობს, რომ ჩინეთი ციფრებს მალავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანა აჩვენებს საკუთარ ეროვნულ ბრძოლას, გამოსავალი კვლავაც საერთაშორისო უნდა იყოს. ამას უკვე ყველა ქვეყანა მიხვდა. კარგით, მაგრამე ეს როგორ უნდა მოხდეს?  ეს უნდა იყოს კითხვა, რომელზეც ყველამ უნდა იფიქროს.

 

შესაძლებელია ვთქვათ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა, განსაკუთრებით თებერვალსა და მარტში მიმდინარებას თუ გავითვალისწინებთ, საერთოდ არ არის სახარბიელო. ყველა ქვეყანამ უპირველეს ყოვლისა საკუთარი პრობლემის მოგვარებისათვის ნაბიჯების გადადგმას მიანიჭა უპირატესობა. მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამაც კი საჭირო ზომების გატარების საკითხზე სწრაფად არ იმოქმედა. ამან ორგანიზაციის მიმართ კრიტიკა გამოიწვია.

 

საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხზე ჯერ-ჯერობით წინა პლანზე გამოსულმა ჩინეთმა, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ ეპიდემიაზე კონტროლი დაამყარა, იტალიის თაოსნობით რამდენიმე ქვეყანას დახმარება გაუგზავნა. ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების საკითხში სუსტი აღმოჩნდა. იტალიის, ესპანეთის და საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში სახელმწიფო დაწესებულებებზე ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს და ქვეყნის დროშები აღმართეს. ევროპაში დახმარება რუსეთმაც გააგზავნა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მდგომარეობასთან  დაკავშირებით მისი მონაცემები სანდო არ არის, რუსული სამხედრო ტრანსპორტი სამედიცინო დახმარებისთვის რომის ქუჩებში გამოჩნდა. ევროპის ისტორიის კუთხით ეს მოულოდნელი ვითარებაა. თურქეთიც იმ ქვეყნების რიგშია, რომელმაც სხვა ქვეყნებში დახმარებები გააგზავნა. როგორც გახსოვთ, ჩინეთში ეპიდემიის პერიოდში თურქეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დახმარება გააგზავნა. ანკარამ, აშშ-ს თაოსნობით ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანას სამედიცინო დახმარება გაუგზავნა.

 

უდავოდ, წერტილი, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე კარგი ინფორმაცია კორონას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ვაქცინების შექმნის საკითხზე, ჯერ დამაკმაყოფილებელი გამოსავალი მოძებნილი არ არის. მედიცინა ერთ-ერთი პირველი სფეროა, სადაც საერთო ინფორმაცია ყველაზე მეტად მიიღება. თუმცა, ახლა ქვეყნები ცდილობენ, რომ ვაქცინა თავად შექმნან პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კორონას ტესტების მიერ სწრაფი და საიმედო შედეგის ჩვენებისათვის ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. თავის მხრივ, ეს სფერო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური ფარმაცევტული ბაზრისთვის. კონფიდენციალურობა, გრძელი პროცესი და სანდოობა ხელს უშლის ამ სფეროში თანამშრომლობას.

 

ის სფერო, რომელშიც საერთაშორისო თანამშრომლობა ყველაზე მეტად საჭირო გახდება კორონის შემდეგ, არის ეკონომიკა. აშშ-ს სურს დახარჯოს 2 ტრილიონი ამერიკული დოლარი ეპიდემიის ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გლობალური მასშტაბით ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილმა თანხამ თითქმის 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რა ზიანს მიაყენებს ეპიდემია გლობალურ ეკონომიკას. ამის გამო ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება გლობალური ეკონომიკური სისტემის ნორმალურ დინებაში დაბრუნებას, მას შემდეგ რაც იდენტიფიცირდება ნაციონალური ეკონომიკების და გლობალური ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანის მასშტაბები. ამ პერიოდში ყველაზე საჭირო საერთაშორისო თანამშრომლობა იქნება. ამისათვის ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე და ეკონომიკური წესრიგის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ორმა სუპერ ძალის ეკონომიკამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს თანამშრომლობას და არა კონფლიქტს. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა და სხვა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა ბრძოლის საერთო მეთოდი უნდა განსაზღვრონ.

 

კიდევ ერთი სფერო, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობა საჭიროა, არის მიმდინარე კონფლიქტები. უფრო დამაკმაყოფილებელი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული პოსტ-კორონას პერიოდში, შუა აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონამდე კონფლიქტების დასრულების მიზნით. გლობალური ლტოლვილთა კრიზისის ყველაზე დიდი მიზეზი შიდა კონფლიქტებია. კორონას ეპიდემიის კრიზისის ლტოლვილთა კრიზისთან გაერთიანებამ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკა შეუქცევად კრიზისში ჩააგდოს.

 

კორონავირუსის ეპიდემიის გავლენებზე საუბრები კიდევ დიდხანს გაგრძელდება. კორონას შემდეგ იძულებულები ვიქნებით დავფიქრდეთ იმაზე თუ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყოს და ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.



მსგავსი ინფორმაციები