აქტუალური თემის ანალიზი 13/2020

კორონავირუსი და ახლო აღმოსავლეთის მომავალი

1385928
აქტუალური თემის ანალიზი 13/2020

აქტუალური თემის ანალიზი 13/2020

კორონავირუსი და ახლო აღმოსავლეთის მომავალი

თემასთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს  საგაერო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის  შეფასებებს გთავაზობთ....

კორონავირუსი მთელს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. გლობალურ ეპიდემიად გადაქცეული ვირუსი,  ამ დროისათვის თითქმის უკვე 500 ათას ადამიანს დაუდგინდა, მრავალი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურის შერყევა დაიწყო. განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში საჭიროებისამებრ არ არიან განვითარებული. 

კორონავირუსმა როგორც მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყნებს, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები შეუქმნა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებად სირია და იემენი გვხვდება. ამ ქვეყნებს ისედაც სამოქალაქო დაპირისპირებებიდან გამომდინარე არსებული პრობლემების გამო, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. მათ ახალი  ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამოსავლენი ტესტებიც კი არ გააჩნიათ, რათა ვირუსის არსებობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია და შეძლებისამებრ საკარანტინო მეთოდს მიმართონ.  ასევე ამ ქვეყნებში ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველი ერთობლივი გეგმის შემუშავებაც რთულია, რადგან, ისინი შეიძლება ითქვას რომ უკვე დანაწევრებულები არიან და ერთი ცენტრიდან არ იმართებიან. რაც შეეხება სირიის თემას, ერთის მხრივ რეჟიმი, მეორეს მხრივ ოპოზიციონერები და მესამე ნაწილსაც სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK აკონტროლებს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ სამ ნაწილად არის გაყოფილი.

ირანი არის  კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც კორონას ეპიდემიასთან საბრძოლველად არასაკმარისი სახელმწიფო მოწყობილობები აქვს.  ამ ყველაფრის მიუხედავად, ირანი რეგიონში ჯერ კიდევ აგრძელებს მარიონეტული ომებისათვის არამიზნობრივ დაფინანსებას. ამასთან, მოთხოვნილების შემცირების გამო ბოლო წლებში ნავთობის ფასებმა  ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. ეს კი ირანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ უგრძელდება აშშ-ს მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, სერიოზული გამოწვევაა. ნავთობის ფასების დაცემა, არა მხოლოდ ირანის,  არამედ, ერაყის და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნების თვალსაზრისითაც სერიოზული გამოწვევაა.

ერაყი, რომლის საბიუჯეტო შემოსავლის  90% ნავთობს ეყრდნობა, ეთნიკური და მაზჰაბის (გზა) თვალსაზრისით სერიოზული რისკების წინაშე დგას. იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ეპიდემია დიდ ხანს გაგრძელდება, შესაძლოა ერაყს  ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრობლემაც შეექმნას. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნები შეეცდებიან დაიცვან თავი სახსრების მოხმარების ხარჯზე, სავარაუდოა, რომ მათ რადგან წარმოებითი ეკონომიკა არ გააჩნიათ,  სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით სერიოზული სირთულეები შეექმნათ.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ახალო აღმოსავლეთი, რომელიც ძირითადად ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული, სუსტი სამთავრობო სტრუქტურების გამო ერთგვარ ქაოსად გადაიქცეს. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ერაყი და ირანი, რომლების სახელმწიფო ბიუჯეტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ნავთობის ექსპორტის შემოსავალს, სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. კორონავირუსის მიერ გამოწვეული გლობალური რეგენერაციის პროცესი, რომელმაც შესაძლოა ნავთობის ფასი 20 დოლარამდე დაწიოს, შემოსავლების უმეტესი ნაწილის ნავთობის ექსპორტზე  დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკა უმართავი გახდება. სანქციების გამო ისედაც რთული პერიოდის წინაშე მყოფი ირანისთის ეს პროცესი უფრო ‘მტკივნეული’  შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ხსენებული ვირუსი ამ ტემპით გავრცელებას გააგრძელებს, შესაძლოა მას სოციალური უარყოფითი მოვლენებიც მოჰყვეს. ასევე უნდა აღინიშოს, რომ თუ ვირუსი ამ ტემპით გავრცელებას გააგრძელებს, ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მსგავსი  ქვეყნები გადარჩნენ, რომლებსაც წარმოების ეკონომიკა და სურსათის უვნებლობა მოგვარებული აქვს - წერს   პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი.

 



მსგავსი ინფორმაციები