იცით თუ არა რომ? - 13

იცით თუ არა რომ? - 13

1378459
იცით თუ არა რომ? - 13

                          

იცით თუ არა რომ მრავალ ქვეყანაში გავრცელებულ და პოპულარულ მოჰირის (მოხერი) სახელწოდების მატყლს, ანკარული ჯიშის თხისგან იღებენ და აქედან ვრცელდება მთელს მსოფლიოში?

დიახ, ანკარული ჯიშის თხა, რომლის სამშობლო ცენტრალური აზიაა, მე–13 საუკუნეში შუა აზიიდან ანატოლიაში გადმოსახლებულმა თურქულმა ტომებმა თან წამოიყოლეს და ასეთი ჯიშის თხები ადრე, ანკარის მიდამოების გარდა, არსად მოიპოვებოდა. მას სხვანაირად ანგორას თხასაც ეძახიან და ეს პატარა და მოხდენილი ცხოველი ძალზედ შემგუებელია მაღალ გორიანი, მშრალი და  ნაკლებ წვიმიანი კლიმატური პირობებისადმი.

ანკარული თხა, რომელიც მე –20 საუკუნემდე მხოლოდ ანკარასა და მის მიმდებარე პროვინციებში მოჰყავდათ, შემდეგომ პერიოდებში სხვა ქვეყნებშიც იქნენ ექსპორტირებულნი, თუმცა ანკარული სახელი შეინარჩუნეს. ამ თხისგან მოპოვებული მატყლი-მოჰერი, მსოფლიო ტექსტილის ყველაზე ძვირფას ნედლეულს წარმოადგენს. მოჰერი არის ბოჭკოვანი, თეთრი, გამძლე, მბზინავი, მოქნილი, სითბოსადმი მდგრადი, საიზოლაციოდ მნიშვნელოვანი, ადვილად შესაღები მატყლის სახეობა, რომელიც გვიან ჭუჭყიანდება, ხოლო მისი გლუვი და მოლიპულ სტრუქტურის გამო, იგი ქსოვილის ინდუსტრიის ერთ-ერთი შეუცვლელი ნედლეულია. თანაც მოჰერი ადვილად ერევა ბამბას და სინთეზურ ბოჭკოებს, ამიტომაც მას ამ მხრივ ალტერნატივა არ გააჩნია.
დღეს, თურქეთის გარდა ანგორული თხები მოჰყავთ ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებული შტატებში, ლესოტოში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში



მსგავსი ინფორმაციები