21 მარტი ისტორიაში

21 მარტი ისტორიაში

1378476
21 მარტი ისტორიაში

 

 

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

.....

1788 წლის 21 მარტს, აშშ-ის ლუიზიანის პროვინციის ქალაქ ნიუ ორლეანი ხანძრის შედეგად ფაქტიურად მთლიანად გადაიწვა, რადგან, ქალაქში არსებული 1100 შენობიდან მხოლოდ 200 გადარჩა.

 

 

1960 წლის 21 მარტს,  სამხრეთ აფრიკის ქალაქ შარპევილეში, პოლიცია თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრაციას და მოქალაქეებს სროლა დაუწყო, რის შედეგადაც დაიღუპა 69 ადამიანი, დაშავდა 180 ადამიანი.  გაეროს გენერალური ასამბლეამ 21 მარტი, "რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ" გამოაცხადა

 

 

1973 წლის 21 მარტს, თურქეთის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული სახალხო პოეტი აშიქ ვეისელი,  79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

     

 

1980 წლის 21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის მხრიდან ავღანეთის ოკუპაციის გამო, მისი ქვეყნის ოლიმპიური გუნდი, ბოიკოტს გაუწევს მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადას და არ მიიღებს მასში მონაწილეობას

   



მსგავსი ინფორმაციები