აქტუალური თემის ანალიზი 11/2020

ბრძოლა ნავთობისთვის

1380605
აქტუალური თემის ანალიზი 11/2020

აქტუალური თემის ანალიზი 11/2020

ბრძოლა ნავთობისთვის

პოლიტიკის, ეკონომიკისადასაზოგადოებისკვლევისფონდის SETA- საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი      

Opec plus-ად წოდებულ Opec-ის წევრებისა და რუსეთის მიერ შექმნილი ad hoc-ის სტრუქტურა დიდი ხნის განმავლობაში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის რეგულირებით ცდილობდა ნავთობის ფასების გარკვეულ დონეზე დარჩენის უზრუნველყოფას. განსაკუთრებით, ამერიკელი ფიქალის ნავთობპროდუქტების მწარმოებლების მიერ წარმოების გაზრდასთან ერთად Opec plus-ის წევრები თანდათან თავიანთი საბაზრო წილის დაკარგვასა და ფასების სტაბილურობას შორის აღმოჩნდნენ, თუმცა მაინც მოახერხეს ამ თანამშრომლობის გაგრძელება. მაგრამ, როდესაც კორონავირუსით წარმოქმნილმა ახალმა ტალღამ ყველა ქვეყანაზე შეტევა დაიწყო, როდესაც გლობალური ეკონომიკა შეირყა და გამოიწვია ახალი რეცესიის პროცესი, ნავთობის ბაზარმა განიცადა მოთხოვნის შოკი და Opec plus-ის ქვეყნებმა საუდის არაბეთსა და რუსეთის თაოსნობით ნამდვილი მკლავჭიდი დაიწყეს.

კორონავირუსმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და გავრცელდა მთელს მსოფლიოში, როგორც საფრთხე შეუქმნა გლობალურ ჯანმრთელობას, ასევე შეარყია მსოფლიო ეკონომიკა. ჩინეთის თაოსნობით ვირუსმა ბევრ განვითარებულ ეკონომიკაზე მოახდინა გავლენა, წარმოება სწრაფად შემცირა და კარანტინში მოქცეულმა ადამიანებმა სამომხმარებლო ხარჯები სწრაფად შემცირება დაიწყეს.  ასეთ ვითარებაში ბუნებრივად ნავთობის თაოსნობით ყველა პროდუქციის მოხმარება სწრაფად დაეცა. სსფ-ისა და სხვა საერთაშორისოს ფინანსური ორგანიზაციის და ბანკების შეფასებებით გლობალური რეცესიის შექმნის შესაძლებლობა ძალიან მაღალია. ამ ასპექტში ვარაუდობენ, რომ 2020 წლის მანძილზე ნავთობზე მოთხოვნა სერიოზულად შემცირდება. ენერგეტიკის მსოფლიო სააგენტოს მოლოდინი გახლავთ დღიურად 3-4 მილიონი ბარელ ნავთობის მოთხოვნის შემცირება.

ნავთობის ბაზარზე მოთხოვნის ასეთი სერიოზული ვარდნის მოლოდინში უკვე დიდი ხანია აშშ-ში ფიქალის ნავთობის წარმოების ზრდა ხდება. ამერიკამ დღიურად დაახლოებით 12-13 მილიონი ბარელის წარმოება დაიწყო.  ფიქალი ნავთობისა და გაზის წარმოების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ყოველდღიურად მცირდება წარმოების ხარჯები. მოთხოვნის და მიწოდების ამ გავლენამ ტრადიციული მწარმოებლები საუდის არაბეთისა და რუსეთის თაოსნობით დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.

საუდის არაბეთმა Opec plus-ისშეთანხმების გაგრძელება, უფრო მეტიც 1.5 მილიონი ბარელის დამატებით შემცირებით წარმოება მოითხოვა, რუსეთმა კი განაცხადა, რომ მოთხოვნის შემცირება აშშ-ს მსგავს მეტოქეებს აწყობთ და თანდათან ბაზრის წილის დაკარგვის გამო ახალი შეთანხმების დადება მოითხოვა. ვენის Opec-ის სამიტის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ბრძოლა დაიწყო. როგორც რუსეთმა ასევე საუდის არაბეთმა წარმოების გაზრდა დაიწყეს და განაცხადეს, რომ ბაზარზე წილის გაზრდას შეეცდებიან. ამ ვითარებამ ნავთობის ფასების ერთდროულად 30%-ით შემცირება გამოიწვია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ შესაძლოა ნავთობის ფასები 20 დოლარამდე დაეცეს. შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამ ციფრებით ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები დიდ ეკონომიკურ კრიზისში შევლენ.

 



მსგავსი ინფორმაციები