27 თებერვალი ისტორიაში

27 თებერვალი ისტორიაში

1367222
27 თებერვალი ისტორიაში

27 თებერვალი ისტორიაში

 

1914 წლის 27 თებერვალს თურქეთის ავიაციამ პირველი მსხვერპლი განიცადა. ამ დღეს ბლერიოტის ტიპის “Muavenet-i Milliye"-ს სახელწოდების თვითმფრინავი, რომელსაც პილოტები ფეთჰი და სადიკ ბეი მართავდნენ ტიბერიადთან ახლოს კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. ამ ავიაკატასტროფის დროს პილოტები დაიღუპნენ.

 

1933 წლის 27 თებერვალს გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის პრემიერმინისტრად დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ გერმანიის პარლამენტის შენობა (რაიხსტაგი) დაიწვა. ჰიტლერი ირწმუნებოდა, რომ ხანძარი კომუნისტებმა გააჩინეს და პრეზიდენტ ჰინდენბურგს ხელი მოაწერინა ბრძანებულებაზე, რომელიც ანადგურებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას. მოგვიანებით, ნაცისტური პარტიის გარდა ყველა პარტიის საქმიანობა შეჩერდა და კომუნისტური პარტიის 181 დეპუტატი და პარტიის ხელმძღვანელები დააპატიმრეს.

                                    

2010 წლის 27 თებერვალს 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ჩილეს ქალაქ კონსეფსიონში. დაახლოებით 90 წამიანი მიწისძვრის შედეგად ათასი ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრის დროს 500 ათასი სახლი დაინგრა ან მძიმედ დაზიანდა და ელექტროენერგიის და სატელეფონო ქსელები განადგურდა.

2014 წლის 27 თებერვალს გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების გამო გადაშენების საფრთხის პირას მყოფი პოლარული დათვების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველწლიურად 27 თებერვალს ”პოლარული დათვების მსოფლიო დღე” აღინიშნება. სავარაუდოდ, მსოფლიოში 20-დან 25 ათასამდე პოლარული დათვი დარჩა.

                                     


საკვანძო სიტყვები: #27 თებერვალი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები