18 თებერვალი ისტორიაში

18 თებერვალი ისტორიაში

1359978
18 თებერვალი ისტორიაში

1451 წლის 18 თებერვალს ფათიჰ სულთან მეჰმედი, მამის მურდ მეორის გარდაცვალების შემდეგ მეორედ ავიდა ტახტზე. იგი ამ დროს 19 წლისა გახლდათ.

1564 წლის 18 თებერვალს რენესანსის ხანის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი  მიქელანჯელო ბუონაროტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1856 წლის 18 თებერვალს ოსმალეთის იმპერიაში პირადი უფლებების დასაცავად და ახალი პოლიტიკური და ბიუროკრატიული ინსტიტუტების შექმნისთვის პირველი რეფორმების ბრძანებულება გამოიცა. ეს ბრძანებულება პირველ რიგში უმცირესობების უფლებების დაცვას ითვალისწინებდა. 

1952 წლის 18 თებერვალს თურქეთი ნატოს ოფიციალური წევრი გახდა. თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით დასავლეთის ბლოკთან ერთად ნატოში ოფიციალურად გაწევრიანდა. ამ გაწევრიანებას ხელი შეუწყო თურქეთის კორეასთან ბრძოლის დროს რუსეთის მხრიდან გამოჩენილმა ხისტმა პოლიტიკამ, რამაც ამერიკის შეერთებული შტატები აიძულა ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით თურქეთი და საბერძნეთი ნატო-ს წევრი ქვეყნები გაეხადა.

 


საკვანძო სიტყვები: #18 თებერვალი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები