12 თებერვალი ისტორიაში

12 თებერვალი ისტორიაში

12 თებერვალი ისტორიაში

12 თებერვალი ისტორიაში

1912 წლის 12 თებერვალს ჩინეთის 6 წლის იმპერატორი პუი ტახტიდან ჩამოაგდეს და რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამგვარად, ორი ათასი წლიანი ჩინეთის იმპერიის და 267 წლიანი მანჩუს დინასტიის არსებობა დასრულდა.

1959 წლის 12 თებერვალს ლონდონის მეორე კონფერენცია დაიწყო, სადაც ციურიხის კონფერენციაზე გადაწყვეტილი კვიპროსის რესპუბლიკასა და გარანტორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ინგლისის პრემიერის ჰაროლდ მაკმილანის მასპინძლობით გამართულ კონფერენციას თურქეთის პრემიერმინისტრი ადნან მენდერესი, საბერძნეთის პრემიერი კონსტანტინ კარამანლისი, დოქტორი ფაზილ ქუჩუქი და მთავარეპისკოპოსი მაკარიოსი ესწრებოდნენ.  

1999 წლის 12 თებერვალს ბილ კლინტონი, რომლის წინააღმდეგაც „მონიკა ლევინსკის“ საკითხზე გამოძიებაში ცრუ ჩვენების მიცემასა და სამართლიანობის დადგენისთვის ხელის შეშლის ბრალდებით იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, სენატმა გაამართლა.

2002 წლის 12 თებერვალს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი გაერთიანებული ერების ომის დამნაშავეთა სასამართლოში დაიწყო. მილოშევიჩი, რომლის წინააღმდეგაც 66 სხვადასხვა სარჩელი იყო აღძრული, 2006 წელს საპატიმროში გარდაიცვალა.

 


საკვანძო სიტყვები: 12 თებერვალი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები