30 იანვარი ისტორიაში

30 იანვარი ისტორიაში

1349925
30 იანვარი ისტორიაში

30 იანვარი ისტორიაში

1933 წლის 30 იანვარს გერმანიაში პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა ნაცისტური პარტიის გენერალური მდივანი ადოლფ ჰიტლერი 12 წევრისგან შემდგარი კოალიციური მთავრობის კანცლერად დანიშნა.

 

1953 წლის 30 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი კასაბლანკას კონფერენციის შემდეგ პრეზიდენტ ისმეთ ინონუსთან შესახვედრად თურქეთში ჩავიდა. ადანაში გამართულ შეხვედრაზე ჩერჩილმა ინონუს ნაცისტების წინააღმდეგ ბალკანეთში მეორე ფრონტის გასახსნელად თურქეთს ომში ჩართვა სთხოვა. ისმეთ ინონუმ უარი თქვა ამ თხოვნაზე და მიზეზად დაასახელა ის რომ თურქული არმია ჯერ კიდევ არ იყო მზად ომისთვის.

 

1948 წლის 30 იანვარს ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი მაჰათმა განდი ნიუ დელიში მდებარე ბირლა ბავანის ბაღში, ღამით სეირნობის დროს მოკლეს. მკვლელობა რადიკალმა ინდუმ ნატურამ გოდესმა ჩაიდინა

1972 წლის 30 იანვარს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ დერიში, ბოგსაიდის რაიონში უიარაღო მომიტინგეებს. მომხდარის შედეგად, რომელიც ისტორიაში „სისხლიანი კვირის“ სახელით შევიდა, 14 ადამიანი დაიღუპა. შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობამ გამოიწვია İRA-ს მხრიდან, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის დამოუკიდებლობას მოითხოვდა, შეიარაღებული თავდასხმების გაზრდა.

 


საკვანძო სიტყვები: #30 იანვარი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები