29 იანვარი ისტორიაში

29 იანვარი ისტორიაში

1349061
29 იანვარი ისტორიაში

29 იანვარი ისტორიაში

 

1923 წლის 29 იანვარს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ბერძნების და საბერძნეთში მცხოვრები თურქების ადგილმონაცვლეობის უზრუნველყოფის მიზნით თურქეთმა და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს ლოზანის მოსახლეობის გაცვლის შეთანხმებას. შეთანხმება 1924 წლის 6 აგვისტოს შევიდა ძალაში და დაახლოებით 1 მილიონი ბერძენი საბერძნეთში და დაახლოებით 500 ათასი თურქი იძულებული გახდა თურქეთში გადასახლებულიყო. ეს შეთანხმება არ შეხებია თურქეთში სტამბოლში გოქჩეადაზე და ბოზჯაადაზე მცხოვრებ ბერძნებს და საბერძნეთში კი დასავლეთ  თრაკიაში მცხოვრებ თურქებს.

                                  

1988 წლის 29 იანვარს საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო რომელიც ითვალისწინებდა “დასავლეთ თრაკიის თურქ მასწავლებელთა კავშირის“ და "კომოტინის თურქი ახალგაზრდების კავშირის" დახურვას, 20 ათასზე მეტმა დასავლეთ თრაკიის თურქმა საპროტესტო აქცია გამართა. საბერძნეთის პოლიციამ მომიტინგეების მიმართ უხეში ძალა გამოიყენა. ინციდენტის შედეგად ათეულობით თურქი დაშავდა. მას შემდეგ დასავლეთ თრაკიელი თურქების მიერ ეს თარიღი "ეროვნული წინააღმდეგობის დღედ" აღინიშნება.

               

2009 წლის 29 იანვარს პრემიერ მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დავოსის სამიტზე პალესტინის ხალხის მიმართ ისრაელის სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალადობის გაკრიტიკების დროს სიტყვის შეწყვეტის მცდელობაზე და პანელში მონაწილე ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესისათვის უფრო მეტი დროის მიცემაზე პროტესტი გამოხატა და პერესს განუცხადა: „თქვენ კარგად მკვლელობები იცით“ „დავოსი ჩემთვის უკვე დასრულებია“ და შეხვედრა დატოვა. ეს გამოსვლა თურქეთის დიპლომატიის ისტორიაში “One Minute”-ს სახელითაა შესული.

                                    


საკვანძო სიტყვები: #29 იანვარი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები