12 იანვარი ისტორიაში

12 იანვარი ისტორიაში

12 იანვარი ისტორიაში

1875 წლის 12 იანვარს სტამბოლში ბეიოღლუში აშენებული მეტროს ხაზი „გვირაბი“ (TÜNEL)  გაიხსნა. იგი ლონდონის  შედმეგ მეორა უძველესი მეტრო გახლავთ. მეტროს, თავდაპირველად კერძო ფირმა ამუშავებდა რა, 1939 წელს მუნიციპალიტეტს გადაეცა და საზოგადოებრივ ტრანსპორტად გადაკეთდა.

                                 

1920 წლის 12 იანვარს ოსმალეთის  საკანონმდებლო ორგანო Meclis-i Mebusan-ი, ე.ი. პარლამენტი, სტამბოლში შეიკრიბა. პარლამენტში როგორც სულთნის ასევე ანატოლიელი ხალხის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამავე წლის 16 მარტს, ანტანტის ქვეყნების მოკავშირეებმა ოფიციალურად დაიკავეს სტამბოლი და ასამბლეა დაიშალა, როდესაც ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება „ეროვნული პაქტის“ შესახებ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ასამბლეის ზოგიერთი წევრი დააპატიმრეს და  მალტის კუნძულზე გადაასახლეს.

                       

1991 წლის 12 იანვარს აშშ-ს კონგრესმა მთავრობას სპარსეთის ყურის პირველ ომში ერაყის შენაერთების ქუვეითიდან გაყვანისათვის ძალის გამოყენების უფლებამოსილება მისცა.

2006 წლის 12 იანვარს საუდის არაბეთის წმინდა ქალაქ მექაში, ჰაჯობის ერთ-ერთი რიტუალის ე.წ. სატანას   ჩაქოლვის პროცესის დროს მასიური ჭყლეტა მოხდა. შედეგად  სავარაუდოდ 364 პილიგრამი დაიღუპა და ბევრი  დაშავდა.

 


საკვანძო სიტყვები: 12 იანვარი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები