9 დეკემბერი ისტორიაში

9 დეკემბერი ისტორიაში

1319630
9 დეკემბერი ისტორიაში

 

1893 წლის 9 დეკემბერს ძლიერი სიცივეების გამო სტამბოლში, ჰალიჩის სრუტე გაიყინა.

1917 წლის 9 დეკემბერს, პირველი მსოფლიო ომის დროს, იერუსალიმი ინგლისელების მმართველობაში გადავიდა. ინგლისმა იერუსალიმზე იმ პერიოდში 180 ათასიანი არმიით განახორციელა თავდასხმა. მანამდე კი მთელი 400 წლის განმავლობაში იერუსალიმს ოსმალეთი განაგებდა. ინგლისმა ოსმალეთიდან იერუსალიმის აღება არაბი დაჯგუფებების მეშვეობით მოახერხა.

1946 წლის 9 დეკემბერს ნიურნბერგის სასამართლო პროცესების მეორე ეტაპი დაიწყო. „ექიმების სასამართლო პროცესი“ სახელწოდების სხდომაზე ადამიანის სახეზე სხვადასხვა კვლევების ჩამტარებელი ნაცისტი მეცნიერები იქნენ გასამართლებული.

1987 წლის 9 დეკემბერს პალესტინის ტერიტორიაზე დაწყებული „ინტიფადა“-ს შემდეგ ისრაელის ჯარებმა,  ღაზის სექტორში განთავსებულ,  ჯებალიის ლტოლვილთა ბანაკში თავდასხმა განახორციელეს, შედეგად მრავალი პალესტინელი დაიღუპა.

1990 წლის 9 დეკემბერს პოლონეთში, სოლიდარობის მოძრაობის ლიდერმა,  ლეხ  ვალესამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

1992 წლის 9 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პრინც  ჩარლზის და პრინცესა დაიანას გაყრის ამბავი თემთა პალატაში წაკითხული განცხადების შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ისინი ოფიციალურად 1996 წელს განქორწინდნენ.

2002 წლის 9 დეკემბერს ინდონეზიის მთავრობამ, აჩეში ამბოხებულებთან 26 წლიანი სამოქალაქო ომის დასრულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

2007 წლის 9 დეკემბერს ეკონომიკის სფეროში ცნობილი თურქი მეცნიერი, პროფესორი სებაჰათთინ ზაიმი 81 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #9 დეკემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები