8 დეკემბერი ისტორიაში

8 დეკემბერი ისტორიაში

1319423
8 დეკემბერი ისტორიაში

 

1863 წლის 8 დეკემბერს ჩილეს დედაქალაქ, სანტიაგოში ერთ-ერთ ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

1868 წლის 8 დეკემბერს პირველი განათებული შუქნიშანი ლონდონში დაინერგა.

1953 წლის 8 დეკემბერს თურქეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

1980 წლის 8 დეკემბერს ლეგენდარული ჯგუფის, "ბითლზის" დამაარსებელი, ჯონ ლენონი ნიუ-იორკში საკუთარი სახლის წინ მისმა  ფსიქიკურად დაავადებულმა თაყვანისმცემელმა,  ჩეპმენმა მოკლა.

1987 წლის 8 დეკემბერს პალესტინაში პირველი ინტიფადა (ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობა)  დაიწყო.

1987 წლის 8 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და ყოფილი სსრკ-ს ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების განადგურების საკითხზე შეთანხმდნენ.

1991 წლის 8 დეკემბერს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ  ქალაქ,  ბრესტში ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას და ამით საბოლოოდ აღიარებულ იქნა საბჭოთა კავშირის დაშლა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #8 დეკემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები