4 დეკემბერი ისტორიაში

4 დეკემბერი ისტორიაში

1317242
4 დეკემბერი ისტორიაში

4 დეკემბერი ისტორიაში

1154 წლის 4 დეკემბერს პირველად იქნა რომის პაპად არჩეული ინგლისელი. ერისკაცობაში ნიკოლას ბრეიქსპირი პაპა ადრიანე IV გახდა.

1858 წლის 4 დეკემბერს ბრიტანელებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ინდოეთის თურქული იმპერიის მმართველი ბაბურ შაჰ II და დასრულეს ღაზნელი მაჰმუდის შემდეგ 9 საუკუნოვანი თურქული მმართველობა ინდოეთში. ბაბურ შაჰი ბირმაში გადაასახლეს.

1856 წლის 4 დეკემბერს ოსმალეთის იმპერიისთვის ბიუროკრატების მოსამზადებლად სულთან აბდულმეჯიდის ბრძანებით გაიხსნა სასწავლებელი მეკთები მულქიე.

1918 წლის 4 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონი პირველი მსოფლიო ომის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის საფრანგეთში გაემგზავრა. უილსონი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოვალეობის შესრულების დროს ევროპაში გაემგზავრა.

1943 წლის 4 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა რუზველტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ჩერჩილმა თურქეთის პრეზიდენტ ისმეთ ინონუსთან კაიროში გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩართვის საკითხზე შეხვედრა გამართეს. 3 დღიანი შეხვედრის შედეგად ისმეთ ინონუმ აშშ-ს და ბრიტანეთს, თურქეთის ომში ჩართვის მოთხოვნაზე უარი უთხრა. თურქეთმა, ომის დასრულებამდე მცირე ხნის ადრე, ომი გამოუცხადა გერმანიას და იაპონიას და შეუერთდა გაეროს დამფუძნებელი წევრების რიგს.

2011 წლის 4 დეკემბერს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სოკრატესი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #4 დეკემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები