2 დეკემბერი ისტორიაში

2 დეკემბერი ისტორიაში

2 დეკემბერი ისტორიაში

2 დეკემბერი ისტორიაში

1804 წლის 2 დეკემბერს, საფრანგეთში ჩაიყვანეს რომის პაპი პიუს VII, რათა ნაპოლეონ ბონაპარტი ეკურთხებინა, მაგრამ სინამდვილეში მეფის გვირგვინი ნაპოლეონმა თვითონ დაიდგა.

1873 წლის 2 დეკემბერს ოსმალეთში პირველი ფასიანი ქაღალდების ბირჟა ჩამოყალიბდა.

1888 წლის 2 დეკემბერს თურქი მწერალი ნამიქ ქემალი კუნძულ ქიოსზე 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1920 წლის 2 დეკემბერს ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის დროს თურქეთ სომხეთს შორის გიუმრის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ყარსი და მისი მიმდებარე რეგიონები თურქეთს გადაეცა. გიუმრის ხელშეკრულების მიხედვით სომხეთზე განხორციელებული ნებისმიერი სახის თავდასხმისას თურქეთს მათთვის დახმარება უნდა გაეწია. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საბჭოთა კავშირმა სომხეთის ოკუპირება მოახდინა რა, ამ ხელშეკრულებამ ყოველგვარი ძალა დაკარგა. შემდეგ კი მის ნაცვლად ყარსის ხელშეკრულება გაფორმდა.

1942 წლის 2 დეკემბერს ამერიკელმა მეცნიერებმა  პირველი კონტროლირებადი ჯაჭვის ატომური რეაქცია ჩაატარეს. ამ ნაშრომმა,  ატომური ბომბის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

1956 წლის 2 დეკემბერს ფიდელ კასტრო გრანმით (იახტა) კუბაში შევიდა. 5 წლის შემდეგ ამავე დღეს, კასტრომ საკუთარი თავი  კუბაში კომუნიზმის გამავრცელებელ ლიდერად დაასახელა. 

1982 წლის 2 დეკემბერს პირველი ხელოვნური გული დამზადდა. დოქტორ რობერტ ჟარკივის მხრიდან შექმნილი ხელოვნური გული 61 წლის პაციენტს, ბარნეი კლარკს გადაუნერგეს.


1993 წლის 2 დეკემბერს კოლუმბიელი ნარკობარონი, პაბლო ესკობარი, რომლის ცხოვრებაც მრავალ ფილმში გადაიღეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს მოკლეს.

 


საკვანძო სიტყვები: 2 დეკემბერი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები