„კუთხე-კუნჭული“ 42/2019

„კუთხე-კუნჭული“ 42/2019

1322420
„კუთხე-კუნჭული“ 42/2019

„კუთხე-კუნჭული“ 42/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

ქალაქი მარდინი, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. იქ, თითქოს თანამედროვეობა წარსულს ისე შერწყმია, რომ გარდამავალი ხაზის კვალიც კი არ დაუტოვებია. დღისით ქალაქის აურზაურში ჩაძირულს შებინდებისას გრძნობა გეუფლება, რომ ამ ქალაქში დრო ქვაში ჩაშენდა, თუმცა ეს ილუზია მზის დაბადებისთანავე ქრება.

ცივილიზაციებს მარდინში არა მარტო აკვანი დაუდგამთ, არამედ ცივილიზაციებმა აქ აღმოაჩინეს, რომ ქვასა და თიხაში ცხოვრება უკვდავიც შეეძლოთ გაეხადათ, მარტივად, ქვაში გამოსახულების დატოვებით ან კიდევ თიხის ბეჭდის ხელმოწერის გამოგონებით. ეგვიპტური და მესოპოტამიური ცივილიზაციებიდან გადარჩენილ ისტორიული ქალაქების მსგავსად მარდინი მრავალენოვანი და მრავალეროვანი ქალაქია. მარდინი ჩრდილოეთ მესოპოტამიის მთავარი ქალაქი გახლდათ. ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. 6700 წლებში მარდინელები მეთუნეობას, მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე ფლობდნენ.  მე-3-ე ათასწლეულში კი აქ მცხოვრები მოსახლეობა, შუმერები უკვე ანბანის შედგენა-განვითარებას ეწეოდნენ.  

ახალი წელთაღრიცხვის ახლო პერიოდში მარდინი რომის იმპერიის ხელში გადადის, მე-7 საუკუნემდე კი უკვე ბიზანტიის მიწად მიიჩნევა, მალევე კი მარდინის ისტორია მთლიანად იცვლება და ის არაბების ქალაქად იქცევა. დიდი ხნის შემდგომ კი მე-15-ე საუკუნეში მარდინი თემურ-ლენგის მიერ ცეცხლის ალში ეხვევა და იფერფლება. ამ ტერიტორიაზე ოსმალების შემოსვლის შემდეგ მარდინს იავუზ სულთან სელიმი იპყრობს. ის ამ ქალაქის აღდგენაზე ზრუნავს და სავაჭრო გზის ერთ-ერთ მაგისტრალადაც კი აქცევს.

მარდინი, დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ეს ქალაქი, თავის დროზე ხმელთაშუაზღვიდან ირანამდე და ანატოლიის ჩრდილო-სამხრეთიდან მესოპოტამიამდე ერთადერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის გასაყარი იყო. დღეს ეს ისტორიული ქალაქი ამ მთავარ ფუნქციას ხელთავიდან იბრუნებს.

მარდინი, მთელი მსოფლიოდან ერთდროულად იზიდავს როგორც ეთნოგრაფებს, ისე არქეოლოგებს, ისტორიკოსებს, ხელოვანებს, განსტრონიმიით დაინტერესებულებს. მარდინში მოგზაურობისას შეგიძლიათ იხილოთ გადარჩენილი ისტორიული მნიშვნელობის ნიმუშები. სახელწოდება „მარდინი“, გადმოცემის მიხედვით „ციხეებს“ აღნიშნავს, რაც ამ ქალაქში ციხეთა სიუხვეზე მიუთითებს.

ჩვ. წ.აღ-ით 4500 წლიდან მოყოლებული მარდინში უცხოვრიათ შუმერებს, აქადებს, ბაბილონელებს, ასირიელებს, რომლებიც დღესაც იქ ცხოვრობენ და საქართველოში მცხოვრებ ასირიელებთან ურთიერთობას აგრძელებენ, სპარსებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, არაბებს, სელჩუკებს, ოსმალებს, ქურთებს, თურქებს, თითქმის ყველა ამ კულტურამ თავისი ძეგლი დატოვა და ამიტომაცდ მიიჩნევა დღეს მარდინი ღია ცის ქვეშ გაშენებულ ბუნებრივ მუზეუმად.



მსგავსი ინფორმაციები