7 ნოემბერი ისტორიაში

7 ნოემბერი ისტორიაში

7 ნოემბერი ისტორიაში

7 ნოემბერი ისტორიაში

1665 წლის 7 ნოემბერს გაზეთ The London-ის გამოცემა დაიწყო.

1867 წლის 7 ნოემბერს რადიუმის აღმომჩენი ორმაგი ნობელის პრემიის ლაურეატი მარი კიური პოლონეთში დაიბადა.

1913 წლის 7 ნოემბერს ალჟირში დაიბადა ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მწერალი ალბერ კამიუ.

1917 წლის 7 ნოემბერს რუსეთში ხელისუფლება ბოლშევიკების ხელში გადავიდა. ამ დღეს ლენინის ლიდერობით ბოლშევიკებმა რუსეთში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს.

1918 წლის 7 ნოემბერს გრიპის ეპიდემიამ წყნარ ოკეანეში მდებარე დასავლეთ სამოას კუნძულზე მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. ეპიდემიის შედეგად წლის ბოლომდე 7 ათას 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც მოსახლეობის 20%-ს შეადგენდა.  

1921 წლის 7 ნოემბერს იტალიაში ბენიტო მუსოლინის ლიდერობით ეროვნული ფაშისტური პარტია შეიქმნა.

1982 წლის 7 ნოემბერს 12 სექტემბრის მმართველობის მიერ მომზადებული კონსტიტუცია თურქეთში რეფერენდუმზე გაიტანეს. ახალი კონსტიტუციას მხარი ამომრჩეველთა 91.37%-მა დაუჭირა. 12 სექტემბრის შემდეგ სახელმწიფოს მეთაური სამხედრო ხელისუფლების ლიდერი ქენან ევრენი პრეზიდენტად იქნა არჩეული.

1996 წლის 7 ნოემბერს ნიგერიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ლაგოსთან ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 143 ადამიანი დაიღუპა.   


საკვანძო სიტყვები: 7 ნოემბერი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები